51-ე სკოლასთან დაღუპული მოზარდების მშობლების მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Nina Zotina / გადასვლა მედიაბანკშიანთებული სანთელი
ანთებული სანთელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეკრებილები მომხდარის დროულ გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას ითხოვენ.

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის შედეგად  მოკლული მოსწავლეების ოჯახების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს, იუწყება ტელეკომპანია  „რუსთავი 2“ (Rustavi 2).

უფროსკლასელი - Sputnik საქართველო
მოქმედების დროა - შსს მოსწავლეებს შორის სისხლიანი გარჩევების შესახებ

შეკრებილები მომხდარის დროულ გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას ითხოვენ.

„დღევანდელი შეკრების მთავრი მიზეზი არის ის, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჭირისუფლებს. არ გავჩუმდეთ, არ დავჯდეთ სახლებში, გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან. ჩვენივე თავი ჩავაყენოთ იმ მშობლების ადგილზე, თუნდაც ერთი წუთით, ავღშფოთდეთ და გავაპროტესტოთ, თუნდაც ის, რაც ხდება დღეს. ჩვენ, როგორც საზოგადოება, უნდა შევდგეთ და უნდა ვაღიაროთ, რომ სიჩუმე არ შეიძლება“, — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მარი ნაკანმა.

მოსწავლეებს, მათ მშობლებსა  და რიგით მოქალაქეებს სკოლასთან ყვავილები და ანთებული სანთლები მიაქვთ.

მოსწავლეებს შორის სისხლიანი გარჩევა პარასკევს მოხდა. მძიმედ დაიჭრნენ 16 წლის მოზარდები ლევან დაუნაშვილი და დავით სარალიძე. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, სარალიძე — მეორე დღეს, რეანიმაციის განყოფილებაში. ამ დროისათვის ერთ-ერთი ბრალდებული დაკავებულია, მეორე იძებნება.

 


ყველა ახალი ამბავი
0