თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში რეალურმა ეკონომოკურმა ზრდამ 2017 წლის ოქტომბერში 5,7% შეადგინა (2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით), ხოლო 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში — 4,9%, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
„ეს არის რეგიონული მასშტაბით საუკეთესო შედეგი და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად მეტი დინამიკა შევქმნათ ეკონომიკაში. დარწმუნებული ვარ, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც ჩატარდა, პროექტები, რომლებსაც ხელი მოეწერა და იგეგმება, შექმნის ნამდვილად გაცილებით უფრო მეტ დინამიკას“, — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
მომავალ წელს 4%-იანი ეკონომოკური ზრდა არის დაგეგმილი, მაგრამ ეროვნულიმა ბანკმა მიმდინარე წლის პროგნოზი 4,5%-მდე გაზარდა, რადგან წლის დასაწყისიდან ეკონომიკური მაჩვენებლები გაუმჯობესდა.
„ჩვენ, მომავალ წელს, ყველა საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაკეთებული პროგნოზით, გველოდება კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვინაიდან, ჩვენ წელს მათ მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადავაჭარბეთ. მომავალ წელსაც, უნდა ვეცადოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ პროგნოზებს გავცდეთ, რა თქმა უნდა, დადებითი კუთხით“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2017 საქართველოს ეკონომოკური ზრდის პროგნოზი 3,5%-დან 4,3%-მდე გააუმჯობესა, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2017 წელს საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მიხედვით პროგნოზი 3,9%-დან 4,5%-მდე გაზარდა.
EBRD-ის განახლებული ანგარიშის მიხედვით, 2017 და 2018 წლებში საქართველოს ეკონომიკა 4,5%-ით გაიზრდება.
EBRD-ის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა მაღალი საექპორტო მაჩვენებლებისა და მზარდი ტურიზმის ფონზე იზრდება. 2017 წლის პირველ ნახევარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მშპ დაახლოებით 4,5%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც 2015-2016 წლებში ზრდა 3%-ზე დაბალი იყო.
პროგნოზების თანახმად, საქართველო ლიდერია რეგიონში ეკონომიკის ზრდის მიხედვით. ის უსწრებს აზერბაიჯანს, სომხეთს, უკრაინას, მოლდოვას, ბელარუსსა და რუსეთს.