„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან ხმაურიანი აქცია გამართა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ აპროტესტებდნენ „პატრიოტები“ ნინო ლომჯარიას ომბუდსმენად არჩევას.
საქართველოს პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანდიდატ ნინო ლომჯარიას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთმა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის აპარატს ხუთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. პარლამენტის დადგენილება 8 დეკემბრიდან ამოქმედდება, როდესაც წინა ომბუდსმენს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდება.
პარლამენტში ომბუდსმენის თანამდებობაზე კიდევ ერთ, „პატრიოტთა ალიანსის" მიერ წარდგენილ კანდიდატს, გიორგი ფოფხაძეს უყარეს კენჭი. კენჭისყრის შედეგად მის კანდიდატურას მხარი 20-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 27 წინააღმდეგ იყო.
ნინო ლომჯარია საქართველოში მეორე ომბუსდმენი ქალი გახდა. 2000-2003 წლებში საქართველოს სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი იყო.