პატარა ქართველმა გოგონამ უკრაინის „გოლოსის“ ჟიური აღაფრთოვანა

© photo: Sputnik / Alexey Furman / გადასვლა მედიაბანკშიკიევი
კიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
13 წლის ნინო ბასილაია უკრაინის პროექტზე Голос.Дети Monаtik-ის გუნდის წევრი გახდა

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. 13 წლის კიეველი ქართველი ნინო ბასილაიას სიმღერამ უკრაინის Голос.Дети-ს კასტინგზე ჟიური აღაფრთოვანა.

ნინო უამრავი კონკურსის ლაურეატია. 2015 წელს წარმოადგენდა საქართველოს სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე Детская Новая Волна. ბასილაიამ გაიმარჯვა ვოკალურ კონკურსზე Young Voice of Music Box-ი. დაიკავა პირველი ადგილი საერთაშორისო ვოკალური პროექტ Музыкальная Академия Junior-ის ფარგლებში.

ნინო უკრავს ფორტეპიანოზე და ცეკვავს. უსმენს ჯაზს. მღერის ექვსი წლიდან. ამჟამად არის უკრაინული საპროდიუსერო ცენტრ Paradiz-ის მსახიობი.

აღსანიშნავია, რომ ნინო პირველად არ მონაწილეობს უკრაინულ პროექტში Голос.Дети. გასულ სეზონზე გოგონა ცდილობდა მოხვედრლიყო მომღერალ Monаtik-ის გუნდში, მაგრამ მაშინ ჟიურის გულების დაპყრობა მან ვერ შეძლო.

პროექტის მეოთხე სეზონის ბრმა კასტინგისთვის ნინომ შეარჩია ადელის კომპოზიცია When we were young.

ჟიურის სამივე წევრი — Monаtik-ი, ჯგუფი Время и стекло და ნატალია მოგილევსკაია აღფრთოვანებული დარჩა ნინოს ლამაზი და ძლიერი ხმით. ბასილაიამ აირჩია Monаtik-ი, რომლის თვალებზე ცრემლებიც კი გამოჩნდა ნინოს გამოსვლის დროს.

„სიგიჟემდე მიხარია შენი ნახვა. ძალიან მიხარია. იცი, შენ წლიდან წლამდე იზრდები, შენ არაჩვეულებრივად იმღერე, და რაც ყველაზე ძალიან მახარებს, ყველა სავარძელი შენსკენ მოტრიალდა. წინა სეზონზე ნინოს სიმღერა ვერ მომხვდა ყურში, თუმცა ვიცნობდი მას. გარდა იმისა, რომ ის ძალიან მაგრად მღერის, ის ძალიან მაგრად ცეკვავს კიდეც. ის ძალიან ნიჭიერი გოგოა“, — შეაქო ნინო Monаtik-მა.

აღსანიშნავია, რომ პროქტ Голос.Дети-ს მეოთხე სეზონში მონაწილეობს კიდევ ერთი წარმოშობით ქართველი მონაწილე — 13 წლის ერნესტ გოგია იუჟნოუკრაინსკიდან.


ყველა ახალი ამბავი
0