პავლე ჯურაევი უსახლკარო ძაღლებსა და კატებს მფარველად რამდენიმე წლის წინ მოევლინა და მისი წყალობით, ასზე მეტი დაუცველი ცხოველი გადაურჩა შიმშილითა და ავადმყოფობით სიკვდილს.
არავის დაუძალებია, არავის დაუვალებია — თავად სურს, დაიცვას ისინი, ვისაც ბედით მზრუნველი და მოსიყვარულე პატრონი არ ერგო. ცხოველთა მოყვარულები კარგად იცნობენ პავლეს, იციან, რომ კეთილ საქმეს აკეთებს და შეძლებისდაგვარად ეხმარებიან — საკვებითა და წამლებით ამარაგებენ ხოლმე.
იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენთა უსახლკარო ცხოველების სუპერგმირის, ფონიჭალელი პავლე ჯურაევისა და მისი „შვილობილების“ შესახებ

1/13
© Sputnik / Levan Avlabreli
ამ ლეკვებს პავლე ჯურაევის სახით ნამდვილი მფარველი ანგელოზი მოევლინათ

2/13
© Sputnik / Levan Avlabreli
ძაღლებს საოცრად უხარიათ თავიანთი „პატრონის“ დანახვა

3/13
© Sputnik / Levan Avlabreli
პავლე ჯურაევს ყოველთვის თან დააქვს საკვებით სავსე ჩანთა, რომ ქუჩაში შემხვედრი მშიერი ცხოველები დააპუროს

4/13
© Sputnik / Levan Avlabreli
დღეს დაპურებულები არიან, უკვე შეიძლება შინ მშვიდად დაბრუნება

5/13
© Sputnik / Levan Avlabreli
პავლე ჯურაევი ქუჩის ძაღლების სუპერგმირია

6/13
© Sputnik / Levan Avlabreli
პავლე მისი „შვილობილები“

7/13
© Sputnik / Levan Avlabreli
მიუსაფარი ცუგა მზრუნველ ხელებს თბილად ეფერება

8/13
© Sputnik / Levan Avlabreli
როგორ შეიძლება, არ გიყვარდეს და არ ზრუნავდე?!

9/13
© Sputnik / Levan Avlabreli
ეს პავლეს ერთ-ერთი „შვილობილია“

10/13
© Sputnik / Levan Avlabreli
ამ ლეკვებს აღარ ეშინიათ ზამთრისა და შიმშილისა

11/13
© Sputnik / Levan Avlabreli
პავლე ჯურავის კიდევ ერთი საზრუნავი

12/13
© Sputnik / Levan Avlabreli
ეს ფისოც უსახლკაროა, თუმცა პავლეს სახით მზრუნველი შეიძინა

13/13
© Sputnik / Levan Avlabreli
ადამიანმა ამ თვალებს გულგრილად არ უნდა ჩაუაროს