თბილისი, 1 დეკემბერი— Sputnik. თავისუფლების მოედანზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულე შუახნის ქალბატონს შეეჯახა, იუწყება შსს–ს პრეს–სამსახური.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული ქალბატონი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„დაშავებული შუახნის ქალბატონია. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან“, – განაცხადა „Sputnik საქართველოსთან“ შსს–ს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
შოთა ნოზაძე