სისხლიანი გარჩევა მოზარდებს შორის: ჩხუბი სკოლაში არ დაწყებულა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია დანაშაულის ადგილზე
საპატრულო პოლიცია დანაშაულის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოღებულია ვიდეოდაკვირვების კამერების ჩანაწერები როგორც სკოლაში, ისე მიმდებარე ტერიტორიაზე

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. მოსწავლეებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩხუბში, რომლის შედეგად მე-11 კლასელი დაიღუპა, სკოლის შენობა მშვიდად დატოვეს, განუცხადა ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, რომელიც დაჭრილი მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად კლინიკაში იმყოფებოდა.

მოსწავლეებს შორის ჩხუბი ხორავას ქუჩაზე, უფრო ზუსტად პეტრე მელიქიშვილის პარალელურ ქუჩაზე მოხდა, სადაც №51–ე სკოლა მდებარეობს. სისხლიანი გარჩევის შედეგად დაიღუპა ამ სკოლის მე-11 კლასელი ბიჭი.

გიგაურის თქმით, გამოძიებამ ვიდეოდაკვირვების მასალები ამოიღო.

„ამ მასალებზე კარგად ჩანს, 13:48 საათზე როგორ ტოვებს ეს ორი მოსწავლე თანაკლესელებთან და სხვა მოსწავლეებთან ერთად სკოლის შენობას, მშვიდად, წყნარად. გამოძიება დაინტერესდება ალბათ სხვა ჩანაწერებითაც, რომლებიც უკვე სკოლის შენობის გარეთ არის გადაღებული. ამოღებულ ვიდეომასალაში არ ფიქსირდება რაიმე ინციდენტი სკოლაში“, — განაცხადა გიგაურმა.

რეანიმაციის განყოფილება საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
„ეს სადიზმია“ - საავადმყოფოს დირექტორი გარჩევისას დაჭრილი მოზარდის ჭრილობებზე

წინასწარი მონაცემებით, ჩხუბი 51-ე და 53-ე სკოლების უფროსკლასელებს შორის მოხდა. ჩხუბში 10-დან 15-მდე მოზარდი მონაწილეობდა.

სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს როგორც 51-ე საჯარო სკოლაში დამონტაჟებული, ასევე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით  არ ვრცელდება.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო, რაც თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე გულისხმობს.


ყველა ახალი ამბავი
0