რატომ უნდა ეწვიოთ თბილისს: National Geographic-მა საიდუმლო გაამჟღავნა

© courtesy by Sergo Edisherashviliისტორიული უბანი თბილისში
ისტორიული უბანი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოგირდის აბანოები, ხინკალი და სტუმართმოყვარეობა – მიზეზი, რისთვისაც ღირს თბილისში მოგზაურობა.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველომ 21-დან მესამე პოზიცია დაიკავა იმ ადგილების ჩამონათვალში, რომლებიც 2018 წელს უნდა მოინახულოთ და რომელიც მოგზაურობის შესახებ ერთ–ერთმა ყველაზე პოპულარულმა ჟურნალმა National Geographic–მა შეადგინა

ჯესპერ ბლეკი - Sputnik საქართველო
ყველაზე ცნობილი ტურისტი ჰოლანდიელებს საქართველოში იწვევს

რეიტინგში პირველ ადგილზე ეთიოპიის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი ჰარარი აღმოჩნდა, მეორე ადგილზე კი არგენტინის ქალაქი ჯუჯუი დასახელდა.

კითხვაზე, რატომ ღირს საქართველოს დედაქალაქში მოგზაურობა, National Geographic-ი წერს, რომ ამის გაკეთება საჭიროა იმისთვის, რათა ძველი თბილისის ავთენტური მომხიბვლელობა განიცადოთ.

ქალაქის განვითარება თავბრუდამხვევი სისწრაფით ცვლის თბილისის პეიზაჟებს, წერს National Geographic-ი და აღნიშნავს, რომ ტრადიციული ქართული გამოცდილება – ეს გოგირდის აბანოებია, რომლებიც 24–საათიან რეჟიმში მუშაობენ, ასევე მადისაღმძვრელი ხინკალი და ადგილობრივების ლეგენდარული სტუმართმოყვარეობა.

National Geographic-ი ასევე წერს, რომ თბილისის არქიტექტურაზე გავლენა სპარსულმა, არაბულმა, ბიზანტიურმა და რუსულმა კულტურებმა იქონიეს.

ეთიოპიის, საქართველოსა და არგენტინის გარდა, ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ ავსტრალია, მექსიკა, ავსტრია, ოაჰუს კუნძული (ჰავაი), შვედეთი, იორდანია, ირლანდია, მადაგასკარი, ჩილე, კამბოჯა, ოჰაიო, მაროკო, სამხრეთ კორეა, ალბანეთი, კანადა, ნიდერლანდები, ტანზანია.

ყველა ახალი ამბავი
0