უკმაყოფილო მოსკოვი და ბედნიერი თბილისი: უბიძგებს თუ არა აშშ საქართველოს ავანტიურისკენ

გამოწერა
ოფიციალური მოსკოვი შეშფოთებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, მიჰყიდოს საქართველოს 75 მლნ დოლარის ღირებულების სარაკეტო კომპლექსები

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. მოსკოვის რეაქცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებაზე, მიჰყიდოს საქართველოს Javelin-ის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები, ქართველი პოლიტიკოსებისთვის მოულოდნელი არ აღმოჩნდა.

აშშ-ის არმიის FGM-148 Javelin რიგაში - Sputnik საქართველო
საქართველოს Javelin-ის ტიპის ჯავშანსაწინააღმდეგო კომპლექსის ყიდვის ნება დართეს

თბილისმა ვაშინგტონს მიმართა წინადადებით, მიეყიდა Javelin-ს ტიპის 410 რაკეტა და 72 სამეთაურო-გამშვები მოწყობილობა, მათ შორის, ორი სამეთაურო-გამშვები ბლოკი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თანხმობა განაცხადა საქართველოსთვის 75 მლნ დოლარის ღირებულების სარაკეტო კომპლექსების მიყიდვაზე.

„არავინ ელოდა, რომ რუსეთი სიხარულის დაფდაფებს შემოჰკრავდა იმის გამო, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის სამხედრო-პოლიტიური ურთიერთობები ვითარდება… გამოწვევებით აღსავსე სამყაროში ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად ნორმალური ნაბიჯი გადაიდგა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

საქართველოსა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გამო შეშფოთება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას გამოთქვა.

„რუსეთი მსგავსი ტიპის სამხედრო მხარდაჭერას გარედან, აფასებს როგორც თბილისის პირდაპირ წაქეზებას ახალი და საშიში ავანტიურებისკენ რეგიონში“, — ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.

„[სახელმწიფო დეპარტამენტის] გადაწყვეტილება პირველი მსგავსი მასშტაბის სამხედრო გარიგებაა 2008 წლის შემდეგ აშშ-სა და საქართველოს შორის. ამასთან ვაშინგტონმა ქართველი სამშვიდობოების წვრთნის პროგრამა რეგულარული საბრძოლო ქვედანაყოფების მომზადებით ჩაანაცვლა. ამერიკული მხარის დახმარებით საქართველოს ტერიტორიაზე მორიგი სამხედრო-საწვრთნელი ცენტრის მშენებლობა იგეგმება“, — აღნიშნეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს  შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყდა თბილისის ინიციატივით, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების საპასუხოდ.

ყველა ახალი ამბავი
0