თბილისში ვის რა ფასად დაუკანონდება საცხოვრებელი ფართები

© Sputnik / Denis Aslanovთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ფონიჭალაში მცხოვრები 33 ოჯახი „ახალმოსახლეობას“ იზეიმებს.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ფონიჭალაში მცხოვრებ 33 ოჯახს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება,  განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ თბილისის მთავრობის  სხდომაზე.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ფონიჭალაში მცხოვრებ 33 ოჯახს, რომლებიც საკუთარი საცხოვრებელი ფართების დაკანონებას წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ, ეს ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემათ და დაუკანონდებათ. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
მინუს ერთი მოადგილე: ნიკოლეიშვილი შსს–ში გადავიდა

„ძალიან ბევრი ოჯახი ცხოვრობს საცხოვრებელ ფართებში, სადაც შვილები და შვილიშვილები გაზარდეს, თუმცა, მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ.  შესაბამისად, დღეს გამოგვაქვს ფონიჭალის მესამე მიკრორაიონის 28-ე კორპუსისა და მეოთხე მიკრორაიონის მე-11 კორპუსში მცხოვრები 33 ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების გადაწყვეტილება″, — განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, საცხოვრებელი ფართების დაკანონების მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. 

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ოჯახებს ბინები საკუთრებაში სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ.

ხატია გიგოლაშვილი

 

ყველა ახალი ამბავი
0