კურთხევამ არ იმუშავა: უნდა აგოს თუ არა პასუხი მღვდელმა რუსული თანამგზავრის ავარიაზე

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშირაკეტის კურთხევა
რაკეტის კურთხევა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსი პროტოდიაკონი კურაევი ეპისკოპოს ლუკიანეს რაკეტისა და თანამგზავრის „ცუდად კურთხევაში“ ადანაშაულებს, რის გამოც მათი ორბიტაზე გაყვანა ვერ მოხერხდა

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ტექნიკური საშუალებების კურთხევა არ გამორიცხავს ადამიანური ფაქტორის ჩარევასა და ავარიებს — ასეთი განმარტება მისცა ბლაგოვეშჩენსკის ეპარქიის მოძღვარმა სვიატოსლავ შევჩენკომ პროტოდიაკონ ანდრეი კურაევის კომენტარს თანამგზავრ Метеор-М-ის წარუმატებელი გაშვების თაობაზე.

ღია კოსმოსში საკუშაოდ ახალი სკაფანდრი საავიაციო სალონში ჟუკოვსკიში - Sputnik საქართველო
რუსეთში კოსმონავტობის მსურველთა რიცხვმა იმატა

ინფორმაციას ამის თაობაზე საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ავრცელებს.

პროტოდიაკონმა კურაევმა რადიოსადგურ Говорит Москва-ს ეთერში განაცხადა, რომ იმ მღვდელმსახურებმა, რომლებიც რაკეტებს აკურთხებენ, პასუხი უნდა აგონ მათ ავარიებზეც. როგორც  ბლაგოვეშჩენსკის ეპარქიაში განმარტავენ, ეპისკოპოსმა ლუკიანემ კოსმოდრომზე მღვდელმსახურება აღასრულა, კეთილი საქმის დაწყება და სპეციალისტები  აკურთხა და ასევე ნაკურთხი წყალი ასხურა რაკეტას, მეტეოთანამგზავრსა და კოსმოდრომის პერსონალს.

„კურთხევა ავტომობილს ვერ დაიცავს ავარიისგან, თუ მოძრაობის წესებს დაარღვევ. მე ასე ვიტყოდი: თუ მანქანის ავზს არ შეავსებ, ის არ დაიქოქება. ჩვენ ვლოცულობთ უფლის მიმართ, მაგრამ კურთხევა არ გამორიცხავს ადამიანურ ფაქტორს, არ გამორიცხავს ავარიებს. ჩვენ ვნათლავთ ადამიანებს, მაგრამ გარანტიას ვერ ვაძლევთ, რომ ისინი სამოთხეში მოხვდებიან, წყვილს ჯვარს ვწერთ, მაგრამ არ ვამტკიცებთ, რომ ისინი არ გაეყრებიან. ეს უკვე ადამიანებზეა დამოკიდებული. არსებობს ადამიანისა და ღმერთის თანამშრომლობის იდეა“, — განმარტა შევჩენკომ РИА Новости-სთან საუბრისას.

მისი თქმით, პროტოდიაკონი ანდრეი კურაევი „ოდესღაც ბრწყინვალე ღვთისმეტყველი იყო, მაგრამ პოპულისტურ გამონათქვამებს კი მიმართავს“.

გუშინ კოსმოდრომ „ვოსტოჩნიდან“ კოსმოსში რაკეტა Союз-2.1б გაუშვეს თანამგზავრ Метеор-М № 2-1-თან და კიდევ 18 მიკროთანამგზავრთან ერთად. თუმცა აპარატების ორბიტაზე გაყვანა ვერ მოხერხდა.

ყველა ახალი ამბავი
0