რუსეთში კოსმონავტობის მსურველთა რიცხვმა იმატა

© photo: Sputnik / Evgenij Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიღია კოსმოსში საკუშაოდ ახალი სკაფანდრი საავიაციო სალონში ჟუკოვსკიში
ღია კოსმოსში საკუშაოდ ახალი სკაფანდრი საავიაციო სალონში ჟუკოვსკიში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კოსმონავტობის შესარჩევი ტური რუსეთში 55-მა ადამიანმა გაიარა, მათგან ოთხი - ქალია

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. რუსეთში კოსმონავტთა რიგებში ახალი შერჩევა გრძელდება, თუმცა განაცხადების რაოდენობა 2012 წლის მონაცემებს უკვე 20%-ით აჭარბებს, იუწყება РИА Новости გაგარინის სახელობის კოსმონავტების მომზადების ცენტრის უფროს იური ლომჩაკოვზე დაყრდნობით.

კოსმონავტთა რაზმში ახალი შერჩევა 14 მარტს დაიწყო. განაცხადების მიღება 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.

პირველი ქართული კოსმიური ობიექტი - Sputnik საქართველო
კოსმოსური ექსპერიმენტები საქართველოში

„400-მდე განაცხადია შემოსული. წინა შერჩევის განაცხადების რიცხვს უკვე 20%-ით ავცდით", — განმარტა ლონჩაკოვმა.

ეს კოსმონავტთა რაზმში უკვე მეორე ღია შერჩევაა, განაცხადების გაგზავნა ყველა მსურველს შეუძლია.

შერჩევის ეტაპი, რომელიც გულისხმობს პრეტენდენტთა შეფასებას სამედიცინო მაჩვენებლების, მუშაობის სტაჟის, პროფესიული გამოსადეგობისა და ასაკის მიხედვით, ამ დროისათვის 55-მა ადამიანმა გაიარა, მათ შორის 4 ქალია.

„ისინი გადიან ფსიქოლოგიურ შერჩევას, შერჩევას ფიზიკური მომზადების მიხედვით, ტესტირებას სხვადასხვა მიმართულებით, ინგლისური და რუსული ენის, ფიზიკისა და მათემატიკის ცოდნის კუთხით", — აღნიშნა ლონჩაკოვმა.

ყველა ახალი ამბავი
0