ქართული პროდუქცია მოსკოვის ზამთრის ბაზრობაზე წარდგება

© Courtesy of Miriam Bright პავილიონი „საქართველო“ აგროკლასტრ „ფუდ სიტიში“
პავილიონი „საქართველო“ აგროკლასტრ „ფუდ სიტიში“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაზრობის სტუმრებს ქართული პროდუქტებისა და სასმელების დაგემოვნებისა და შეძენის შესაძლებლობა ექნებათ

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ქართული პროდუქცია იქნება წარმოდგენილი მოსკოვის ერთ-ერთ უმსხვილეს ზამთრის ბაზრობაზე, რომელიც პარასკევს, 1 დეკემბერს საბითუმო-საცალო ცენტრ „ფუდ სიტიში“ გაიხსნება.

ორგანიზატორთა თქმით, ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება რუსეთის, საქართველოს, სომჯხეთის, ალჟირის, ბელარუსის, ბულგარეთის, ვიეტნამის, ყაზახეთის, კენიის, სამხრეთ კორეის, მოლდოვის, ისრაელის, ინდონეზიის, ირანის, მაკედონიის, პაკისტანის და სხვა ქვეყნების სავაჭრო მოედნების უნიკალური პროდუქცია.

პროგრამაში გათვალისწინებულია მასტერ-კლასები ხალხურ რეწვაში, სავაჭრო წარმომადგენლებისა და მწარმოებლების კონტაქტები, პროდუქციის დემონსტრაცია და დეგუსტაცია.

პავილიონებში ბაზრობის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა ნახონ, დააგემოვნონ და შეიძინონ ხილი და ბოსტნეული, რძის და ხორცის ნაწარმი, ყველი, პურ-ფუნთუშეული, ჩირი, თხილეულობა, უალკოჰოლო სასმელები, დაკონსერვებული პროდუქციის სხვადასხვა სახეობები.

ქართველი დიზაინერები - Sputnik საქართველო
ქართველ დიზაინერთა გამოფენა-გაყიდვა მოსკოვში: 2017 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია

აგროკლასტერ „ფუდ სიტიში“ პავილიონი „საქართველო“ 2017 წლის 12 სექტემბერს გაიხსნა. ორგანიზატორთა თქმით, „ფუდ სიტი“ არამარტო რუსეთის, არამედ მთელი ევროპის უდიდესი აგროკლასტერია. ცენტრის ტერიტორიაზე მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ხილისა და ბოსტნეულის 70%-მდე, ხოლო ხორცპროდუქტების — 25% იყიდება.

პავილიონი „საქართველო“ — ეროვნულ სტილში წარმოდგენილი ერთგვარი გასტროტურია. აქ იყიდება ღვინო, ჭაჭა, მინერალური წყალი, წვენები, სახლის კომპოტები, სიროპები, ჩურჩხელა. მოყვარულებს შეუძლიათ ასევე შეიძინონ ყველი, საკმაზები, სუნელები, სოუსები, ჩაი, მურაბა და თხილეულობა.

ქართულ პავილიონში აგრეთვე წარმოდგენილია ეროვნული სამოსი, მინანქრის ტექნიკით შესრულებული სამკაულები და ქართველი ოსტატების მიერ შექმნილი დიზაინერული ჩანთები.

„ეს ღონისძიება ზამთრის ყველაზე საინტერესო მოვლენა გახდება და ყველა საინფორმაციო პორტალზე გაშუქდება“, — ნათქვამია ორგანიზატორთა ვებგვერდზე.

ბაზრობა 12:00-დან 21:00 საათამდე იმუშავებს და 14 იანვრამდე გასტანს.


ყველა ახალი ამბავი
0