ქართველ დიზაინერთა გამოფენა-გაყიდვა მოსკოვში: 2017 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია

© Анна Серебрянскаяქართველი დიზაინერები
ქართველი დიზაინერები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიება "Georgian designers' butik in Moscow" შედგა რუსეთის დედაქალაქში 15 და 16 ოქტომბერს კულტურულ ცენტრში "Дом на Патриарших". ორი დღის მანძილზე ცნობილმა ქართველმა დიზაინერებმა მოსკოვის პუბლიკას 2017 წლის შემოდგომა-ზამთრის ექსკლუზიური კოლექცია უჩვენეს.

ანა საველიევა

საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იყო ოთხი ქართველი დიზაინერის ნამუშევარი: თინათინ მაღალაშვილი — კოლექცია pret-a-porte, ეკა ჯავახიშვილი — ქართულ ეროვნულ სტილში გადაწყვეტილი სამოსი, ეკა ბუზალაძე — საქმიანი სტილის სამოსი და casual, მადონა ხარატიშვილი — კონცეპტუალური ფეხსაცმელი, ასვე მაია მიქაშავიძის საიუველირო სამკაული. ყველა ამ დიზაინერის ნახვა და გაცნობა გამოფენა-გაყიდვის სტუმრებს იქვე შეეძლოთ. 

© ანნა სერებრიანსკაიაქართველი დიზაინერები
ქართველი დიზაინერები - Sputnik საქართველო
ქართველი დიზაინერები

მაია მიქაშავიძე, საიუველირო სამკაულების დიზაინერი: „ყოველთვის ვოცნებობდი მოსკოვში მოხვედრაზე და ჩემი ნამუშევრების აქ წარდგენაზე. ჩემი ოცნება ასრულდა — დიდი მადლობა ორგანიზატორებს. სპეციალურად მოსკოველთათვის მე მოვამზადე ნახევრად ძვირფასი ქვების ახალი კოლექცია. ყველა ნამუშევარი ექსკლუზიურია. არც ერთი მათგანი არ მეორდება. მათ დამზადებას ერთი თვე დასჭირდა. დიდი სიამოვნებით ჩამოვალ რუსეთში კიდევ, თუ ამის საშუალება იქნება“. 

© ანნა სერებრიანსკაიამაია მიქაშავიძე
მაია მიქაშავიძე - Sputnik საქართველო
მაია მიქაშავიძე

ქართველ დიზაინერთა ნამუშევრები მოსკოველთა წინაშე პირველად გამოიფინა, თუმცა მათი კოლექციები რეგულარულად იღებენ მონაწილეობას მოდის კვირეულებში საფრანგეთში, ნიდერლანდებში, ჩეხეთში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში. 

ორგანიზატორთა თქმით, უახლოეს ხანებში გაიხსნება ქართველ დიზაინერთა მუდმივმოქმედი მაღაზია.

ნადეჟდა მოწონელი, "Georgian designers' butik in Moscow" ორგანიზატორი: „დიდი ხანია მინდოდა მოსკოვში ჩამეტარებინა ღონისძიება რომელიც რუსულ და ქართულ კულტურებს დააახლოებდა. მე გადავწყვიტე ეს ყველაფერი სამოსის, ფეხსაცმლის, სამკაულის, ესე იგი განსაკუთრებული ნივთების საშუალებით გამეკეთებინა. აგვისტოში, როცა თბილისში ვიყავი, ამ იდეით თინათინ მაღალაშვილთან მივედი, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ —მე მისი მუდმივი მომხმარებელი ვარ. მან თავის მხრივ მხარი დაუჭირა ჩემს ინიციატივას და შეკრიბა დიზაინერთა გუნდი, რომლებიც თავიანთი ნამუშევრებით ჩამოვიდნენ მოსკოვში".

© ანნა სერებრიანსკაიანადეჟდა მოწონელი
ნადეჟდა მოწონელი - Sputnik საქართველო
ნადეჟდა მოწონელი
 

გამოფენაზე ყველა ნივთი ხელნაკეთი იყო და მხოლოდ ერთ ეგზემპლიარად დამზადებული. როგორც პროექტის სტილისტმა ირინა გუსევამ აღნიშნა, ტანსაცმელი ახალგაზრდებზე და მოდით დაინტერესებულ ადამიანებზეა გათვლილი: ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო ქართული ჩოხები, რომლებიც აბსოლუტურად ყველაფერს უხდებიან და იდეალურად ეწერებიან ჩვენს რუსულ სინამდვილეში.

© ანნა სერებრიანსკაიაირინა გუსევა
ირინა გუსევა - Sputnik საქართველო
ირინა გუსევა
 


ყველა ახალი ამბავი
0