შსს: ძეგლების შეურაცხყოფა დასჯადი ქმედებაა

© FB /Goga Chanadiriმუზის ძეგლი პირბადით
მუზის ძეგლი პირბადით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთხშაბათს თბილისელებს ქალაქის ქუჩებში მდგარი ძეგლები პირახვეული დახვდათ.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძეგლებისთვის პირბადეების გაკეთების ფაქტის გამოძიება დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია „იმედი”.

ოთხშაბათს, დილით თბილისის ქუჩებში ძეგლების ნაწილი მოქალაქეებს პირბადით დახვდათ. კამპანიის ავტორების ვინაობა და მიზანი ამ დრომდე უცნობია.

ერთ-ერთი ვერსიით, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, აქცია-პერფორმანსი ჰაერის დაბინძურების პრობლემას უკავშირდება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ორგანიზატორებმა შეურაცხყოფა მიაყენეს კულტურულ მემკვიდრეობას და ამისათვის შესაბამისი სანქციები იქნება გამოყენებული.

ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ძეგლი თბილისში - Sputnik საქართველო
უპრეცედენტო აქცია თბილისში: ქალაქში ძეგლები პირბადეებით „აღჭურვეს“

„ეს აქცია არ არის ნებადართული მერიისგან, ჩვენ ამას არ მივესალმებით. ამ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული პროტესტის გამოხატვა უნდოდათ, უფრო კულტურული გზითაც შეეძლოთ ამ პროტესტის გამოხატვა და არა ძეგლების შეურაცხყოფის გზით. ამდენად, ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. რა ზომებიც იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული, ეს იქნება დაჯარიმება თუ სხვა რაიმე სანქცია, აუცილებლად გავატარებთ“, — განმარტა ხმალაძემ.

ძეგლებს პირბადეები წუხელ, გვიან ღამით გაუკეთეს.

 

შოთა ნოზაძე

ყველა ახალი ამბავი
0