შეიხი ალ ნაჰიანი: გადავწყვიტეთ, საქართველოში ჩვენი ინვესტიციები გავაორმაგოთ

გამოწერა
შეიხმა დაასახელა ის კონკრეტული ფაქტორები, რომელთა გამოც საქართველოში ინვესტიციების განხორციელება ხელსაყრელია.

თბილისი, 28 ნოემბერი —Sputnik. არაბთა გაერთიანებული საემიროები საქართველოში ინვესტიციების გაორმაგებას აპირებს, რაც საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მიმართ ნდობის მანიშნებელია, განაცხადა არაბეთის გაერთიანებული საემიროების მინისტრმა ტოლერანტობის საკითხებში, შეიხ  ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანმა  „აბრეშუმის გზის ფორუმზე″ სიტყვით გამოსვლისას.

„აბრეშუმის გზის ფორუმი", რომელიც საქართველოში მეორედ იმართება,  თბილისში დღეს გაიხსნა. მასში  მონაწილეობენ 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები – მთავრობის მეთაურები, ვიცე-პრემიერები, მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის, მასმედიის წარმომადგენლები, ასევე სტუმრები — სულ 2 ათასამდე დელეგატი.

შეიხმა  ნაჰიანმა დაასახელა ის კონკრეტული ფაქტორები, რომელთა გამოც საქართველოში ინვესტიციების განხორციელება ხელსაყრელია. 

სასტუმრო „ბილტმორი თბილისში - Sputnik საქართველო
პრემიერმა თბილისში „აბრეშუმის გზის" ფორუმი გახსნა

„მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო მე-16 ადგილზეა 90 ქვეყანას შორის ბიზნესის კეთების სიმარტივით, საქართველოში არის ღია ეკონომიკა და ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის 2016 წლის მონაცემებით, ის არის 30-ე ადგილზე 167 ქვეყნიდან. საქართველო არის კორუფციისგან თავისუფალი ქვეყანა, სადაც ხდება ინვესტირება კორუფციის გარეშე“, — განაცხადა შეიხმა.

ნაჰიანმა ასევე ისაუბრა საქართველოში, საგადასახადო მხრივ, ხელსაყრელ  ინვესტირებასა და საზღვრისპირა თანამშრომლობაზე. კერძოდ, მისი თქმით, საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთი მსოფლიოს ქვეყნებს შორის. 

„საქართველო ლეგენდარულ აბრეშუმის გზაზე მდებარეობს. ცენტრალური აზია, კავკასია საქართველოს მეშვეობით უერთდება ევროპას, ეს არის დამაკავშირებელი რგოლი ევროპასა და  აზიას შორის, ეს არის უმოკლესი გზა პროდუქციის და საქონლის ტრანსპორტირებისთვის,″- აღნიშნა მან.

 საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები  1992 წლის 20 ოქტომბერს დამყარდა. აღსანიშნავია, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროები სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი ქვეყნებიდან პირველია, რომელმაც 2006 წელს   საქართველოში განახორციელა პირდაპირი ინვესტიციები.

ხატია გიგოლაშვილი

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0