საქართველოს საზღვრები კვლავ ყველასთვის ღიაა

© FB / Ministry of Finance of Georgiaსაკონტროლო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"
საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ საქართველოში მცხოვრებლებს რუსეთის ჩრდილოკავკასიის რეგიონებიდან არ უშვებენ

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. თბილისში ოთხშაბათს ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციას საქართველოს საზღვრებზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების მუშაობაზე გავლენა არ მოუხდენია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 21 ნოემბერს, ღამით კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო, რომელიც თითქმის 24 საათს გაგრძელდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი, ხოლო რამდენიმე დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი ლიკვიდირებული ტერორისტი ახმედ ჩატაევია. სპეცოპერაციიდან მესამე დღეს ტელეკომპანია „რუსთავი2"-მა რუს ტურისტებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, საქართველო-რუსეთის საზღვარზე ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ჩრდილოკავკასიის რეგიონებიდან მამაკაცებს ქვეყანაში არ უშვებენ.

„საზღვარი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და ახორციელებს კონტროლს", — განაცხადა შსს-ს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

ახმედ ჩატაევი - Sputnik საქართველო
ახმეტ ჩატაევის კვალი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

რაც შეეხება სპეცოპერაციის დეტალებს, დაკავებული რუსეთის მოქალაქე საიდ დუდაევი აღმოჩნდა. მას თბილისის სასამართლომ გამოძიების პერიოდში პატიმრობა უკვე შეუფარდა.

დუდაევს ბრალდება წაუყენეს სსკ-ის მუხლებით: „უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებულ ასეთ ორგანიზაციაში გაერთიანება ანდა მისი დახმარება ტერორისტულ საქმიანობაში" და „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან გამოყენება ტერორისტული მიზნით".

დაკავებულს 10-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის მონაცემებით, ჩატაევის გარდა, ერთ-ერთი ლიკვიდირებულია პანკისის მკვიდრი ადამ გუმაშვილი, რომელიც სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძოდა. საქართველოს ხელისუფლება ლიკვიდირებულთა ვინაობას ჯერჯერობით არ ამჟღავნებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0