ქირურგებმა პაციენტს კუჭიდან 3 წლის წინ დავიწყებული პირსახოცი და სხვა საგნები ამოუღეს

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიქირურგიული ოპერაცია
ქირურგიული ოპერაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პაციენტმა 3 წლის წინ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გაიკეთა ოპერაცია, რა დროსაც ქირურგებმა გამაოგნებელი უყურადღებობა გამოიჩინეს

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. თურქმა ქირურგებმა პაციენტს, რომელიც კუჭის ტკივილებს უჩიოდა, პირსახოცი ამოუღეს, რომელიც იქ სამი წლის წინ ევროპელ ექიმებს დარჩათ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო Dogan-ზე დაყრდნობით.

ქართველი ქირურგი-ოფთალმოლოგი მიხეილ ომიაძე ოპერაციის დროს - Sputnik საქართველო
ქართველი ქირურგი პირდაპირ ეთერში: იტალიაში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა

ქალაქ ტრაბზონის კლინიკის ექიმმა აიჰან ჩაგილჩიმ, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა, სააგენტოსთან საუბრისას განმარტა:

„პაციენტ ქალბატონს სამი წლის წინ გაუკეთეს ოპერაცია ევროპაში. ბოლო დროს მას ხშირად აწუხებდა კუჭის ტკივილი და პირღებინება“.

ოპერაციას წინ ტომოგრაფიული კვლევა უძღოდა, რა დროსაც კუჭში უცხო სხეული დაფიქსირდა.

„სამსაათიან ოპერაციას სამ ექთანთან და კიდევ ერთ ექიმთან ერთად ვატარებდი. პაციენტის კუჭიდან პირსახოცის გარდა, სხვა ნივთებიც ამოვიღეთ“, — განაცხადა ჩაგილჩიმ.

მედიკოსის თქმით, ამ დროისათვის ავადმყოფის მდგომარეობა სტაბილურია, და იქვე მოუწოდებს კოლეგებს, რომ მეტი ყურადღება და აკურატულობა გამოიჩინონ.

„არ შეიძლება თქვა „დავამთავრეთ“ და კუჭი გაკერო. ამ საკითხში მეტი აკურატულობაა საჭირო“, — ამბობს ის.

ყველა ახალი ამბავი
0