ბრძოლა ტერორიზმთან: ბრალდებული პატიმრობაში დატოვეს

© photo: AFP 2020 / NOEL CELISხელბორკილები საკნის გისოსზე
ხელბორკილები საკნის გისოსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტერორისტულ ორგანიზაციაში წევრობისთვის დაკავებული პირი საკუთარ ბრალს უარყოფს, მაგრამ ის პატიმრობაში მაინც დატოვეს

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა საიდ დუდაევი, რომელიც თბილისში ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დააკავეს, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტმა თათია ქვირივიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დუდაევს პატიმრობა გასულ კვირაში შეუფარდა. ის ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 21 ნოემბერს დააკავეს. სპეცოპერაცია თითქმის 20 საათს გაგრძელდა. ურთიერთსროლის შედეგად დაშავდნენ ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები, ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა. სამი ბრალდებული ლიკვიდირებულია.

„გიორგი მიროტაძემ [მოსამართლემ] ეს საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა“, — განაცხადა ქვირივიშვილმა.

სპეცოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაკავებული ტერორიზმთან კავშირს უარყოფს

დუდაევის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 328-ე („უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებულ ასეთ ორგანიზაციაში გაერთიანება ანდა მისი დახმარება ტერორისტულ საქმიანობაში“) და 323-ე პრიმა 1 მუხლებით („ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან გამოყენება ტერორისტული მიზნით“).

დაკავებულს თავისუფლების აღკვეთა 10-დან 17 წლამდე ვადით ემუქრება.

ამასთან, დუდაევი ტერორიზმთან კავშირს უარყოფს, განაცხადა საქართველოს ომბუდსმენმა, რომლის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ დაკავებულს.

რაც შეეხება ლიკვიდირებულ პირებს, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი შეიძლება ყოფილიყო ცნობილი ტერორისტი ახმედ ჩატაევი. ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის მონაცემებით, ჩატაევის გარდა, ერთ-ერთი ლიკვიდირებული პანკისის ხეობის მკვიდრი ადამ გუმაშვილია, რომელმაც საქართველო სამი წლის წინ დატოვა და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საბრძოლველად გაემგზავრა.

საქართველოს ხელისუფლება ლიკვიდირებულთა ვინაობას და სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ დამატებით ინფორმაციას ჯერჯერობით არ ამჟღავნებს.


ყველა ახალი ამბავი
0