ბათუმში არეულობასთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლომ კიდევ ერთი განაჩენი გამოიტანა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლომ ლაშა დეკანაძეს, რომელიც ამ გაზაფხულზე ბათუმში არეულობებში მონაწილეობისთვის დააკავეს, სასჯელი შეუმსუბუქა.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა აჭარის მცხოვრებს ლაშა დეკანაძეს, რომელიც მიმდინარე წლის 12 მარტს ბათუმში არეულობების მოწყობის საქმეზე დააკავეს, აცნობა „Sputnik-საქართველოს" სასამართლოს ადმინისტრაციის უფროსმა ივერი აბაშიძემ.

ბათუმში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 11 მარტს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ბათუმის ცენტრში უკანონო პარკირების გამო ერთ-ერთ მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რასაც იგი არ დაეთანხმა. ურთიერთშელაპარაკებაში გამვლელებიც ჩაერთვნენ. საბოლოოდ სამართალდამცველებმა ექვსი ადამიანი დააკავეს, რის შემდეგაც ქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა აჭარის პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით. სტიქიური აქცია არეულობაში გადაიზარდა, რომელიც დილით სპეცდანიშნულების რაზმის ჩარევის შემდეგ დასრულდა.

„მას ბრალი ედებოდა 225-ე მუხლით „მასობრივი არეულობის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა", თუმცა ამას სხვა კვალიფიკაცია მიეცა და შეიცვალა 239-ე მუხლით „ხულიგნობა", და მას 2 წელი რეალური ვადა მიუსაჯეს", — განაცხადა აბაშიძემ.

ბათუმი - Sputnik საქართველო
არეულობა ბათუმში: ინფრასტრუქტურულმა ზარალმა 150000 ლარი შეადგინა

მასმედია ამტკიცებს, რომ პროკურატურამ დეკანაძეს საპროცესო გარიგება შესთავაზა, მაგრამ მან უარი განაცხადა. ბრალდებულის ადვოკატი სასამართლო განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

სულ ბათუმის არეულობების საქმეზე დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 21 ადამიანი. მათ უმრავლესობასთან პროკურატურამ საპროცესო გარიგება დადო. ნაწილმა უკვე დატოვა საპატიმრო.

დაკავებულთა შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის წევრი" ირაკლი ჩხვირკია და არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის" ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე. მათ არეულობის ორგანიზება ედებათ ბრალად.

აღნიშნული საქმის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს 75 ადამიანი. მათი უმრავლესობა სასამართლომ დააჯარიმა.

ყველა ახალი ამბავი
0