თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. თოვის, ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
კერძოდ, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დარიალის ხეობაში ამავე გზის კმ134-კმ135 მონაკვეთზე იკრძალება ავტოტრანსპორტის გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.
სატრანსპორტო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი-ზემო ლარსი“ დღეისათის ერთადერთი მოქმედი სახმელეთო საზღვარია, რომელიც საქართველოს და რუსეთს აკავშირებს.