თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. მოძრაობა საქართველოს სამხედრო გზაზე თავისუფალია, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალის 134-135-ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია მხოლოდ ავტოტრანსპორტის გაჩერება. რეჟიმის დაცვას საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს.
საქართველოში ბოლო დღეებში ამინდი გაუარესდა. უმეტეს რაიონებში მოთოვა და ტემპერატურა ნულს ქვევით ჩამოვიდა.