რა კითხვები აქვს უჩა ნანუაშვილს ახმედ ჩატაევთან დაკავშირებით

© Courtesy of Ucha Nanuashviliსახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებამ ყველა იმ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, რომელიც წარმოიშვა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, მიაჩნია სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს.
რა კითხვები აქვს უჩა ნანუაშვილს ახმედ ჩატაევთან დაკავშირებით

„თუნდაც, როგორ მოხვდა ჩატაევი საქართველოს ტერიტორიაზე? ეს კითხვები, რა თქმა უნდა, არსებობს და, იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში საზოგადოებას უფრო დეტალური ინფორმაცია წარედგინება ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მხრიდან“, — აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში  გაკეთებულ კომენტარში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა არ გამორიცხა, იმის შესაძლებლობა, რომ 21-22 ნოემბერს თბილისში  ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ პირებს შორის ერთ-ერთი ახმედ ჩატაევი იყოს.

ახმედ ჩატაევი, მეტსახელად „ახმედ ჩეჩენსკი“ ან „ცალხელა ახმედი“ 1980 წელს დაიბადა ჩეჩნეთში. ის და რუსეთის კიდევ ორი მოქალაქე — ისლამ ათაბიევი და ზაურბეკ გუჩაევი 2015 წელს შეერთებულმა შტატებმა იმ პირთა წინააღმდეგ სანქციების სიაში შეიყვანა, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციებთან არიან დაკავშირებული.

ყველა ახალი ამბავი
0