ცნობილი გახდა სპეცოპერაციის დროს დაკავებულის ვინაობა

© Sputnik / Levan Avlabreliსპეცოპერაცია თბილისში
სპეცოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ოფიციალური უწყებები გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ დრომდე თავს იკავებენ თბილისში 21-22 ნოემბერს განხორციელებული სპეცოპერაციის დეტალების გახმაურებისგან.

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 21-22 ნოემბერს განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქე საედ დუდაევია, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ სააპელაციო სასამართლოზე დაყრდნობით.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ დრომდე ოფიციალური უწყებები დაკავებულის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის გაცემისგან თავს იკავებდნენ.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 21-22 ნოემბერს მიმდინარე სპეცოპერაციისას დაკავებულ პირს ბრალი პროკურატურამ 23 ნოემბერს წაუყენა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისში სპეცოპერაციის დროს დაკავებულს 24 ნოემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დაკავებულის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს.

სააპელაციო სასამართლოში სპეცოპერაციისას დაკავებულის საქმეს მოსამართლე გიორგი მიროტაძე განიხილავს. მოსამართლე მიროტაძეს საქმის განსახილველად 72-საათიანი ვადა აქვს. ჯერ უცნობია ზუსტი დრო, როდის შედგება სააპელაციო სასამართლოში პროცესი.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის ვარაუდებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 21 ნოემბერს, ღამით კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო, რომელიც თითქმის 24 საათს გაგრძელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სროლა და ისმოდა აფეთქებების ხმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი, ხოლო რამდენიმე დაშავდა.

 

ხატია გიგოლაშვილი

ყველა ახალი ამბავი
0