გახარია თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის ვარაუდებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

გამოწერა
პოლიტიკოსები და ექსპერტები თბილისში ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიებს გამოთქვამენ

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გვახარიამ საზოგადოებას თბილისში ჩატარებულ კონტრტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ვარაუდების გამოთქმისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

თბილისში ოთხშაბათს, ღამით, კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო, რომელიც თითქმის ერთი დღე-ღამე გაგრძელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში მიდიოდა ორმხრივი სროლა და ისმოდა აფეთქების ხმები. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიკვიდირებული სამი პირიდან ერთ-ერთი შეიძლება ტერორისტი ახმედ ჩატაევი იყოს.

„რაც შეეხება გამოძიებას, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს უკვე შეიძლება გამოძიება მშვიდ ვითარებაში ვაწარმოოთ. მომხდარზე საკუთარი ინტერპრეტაციის უფლება არავის აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია მომხდარის ყველა ნიუანსის განსჯა, მაგრამ გამოძიების დასრულებამდე, სანამ ექსპერტიზის ეტაპები არ დასრულდება, უკეთესი იქნება თუ თავს შევიკავებთ", — განაცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერ-მინისტრმა თბილისელებს მიმართა

ამასთან, შს მინისტრმა მწუხარება გამოთქვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის გარდაცვალების გამო და სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ოჯახს.

„ეს დიდი დანაკარგია, ჩვენ ყველა ვალდებული ვართ გახსოვდეს და გავაგრძელოთ ის საქმე, რის გამოც ადამიანმა საკუთარი სიცოცხლე გაწირა", — განაცხადა გახარიამ.

თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, თბილისის მცხოვრებლებს არანაირი საფრთხე არ ელოდებათ და ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს თემის სპეკულაციისგან თავის შეკავება მოუწოდა.

ახმედ ჩატაევმა ცოტა ხნის წინ საქართველოს ხელისუფლებას მუქარისშემცევლი წერილი გამოუგზავნა და თავისი თანამებრძოლის აიუფ ბორჩაშვილის გათავისუფლება მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების ორგანიზებას დაიწყებს, რათა ტურისტები ქვეყანაში არ ჩამოვიდნენ.

22 ნოემბერს გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი და ლიკვიდირებულია სამი პირი. დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, ორი კი დაიჭრა. სხეულის დაზიანებები მიიღეს ასევე შსს-ს საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა.

ყველა ახალი ამბავი
0