თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. კომპანია „რომპეტროლის“ წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებული გორელი გიორგი მჭედლიძე გახდა, რომელმაც Mercedes-Benz E 200 კლასის ავტომობილი მოიგო.
„რომპეტროლის“ ფინალური პრიზები ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გათამაშდა, სადაც ექვსი გამარჯვებული გამოვლინდა. გათამაშდა საწვავის ხუთი — 500 ლიტრიანი ვაუჩერიც.
გიორგი მჭედლიძეს გათამაშების 20-მდე ბილეთი ჰქონდა, თუმცა გამარჯვება მისთვის ძალიან მოულოდნელი იყო.
„ეს იყო ძალიან დიდი სიურპრიზი, რომ დამირეკეს პირველად ვიფიქრე ხუმრობა იყო, შემდეგ კი მივხვდი რომ ძალიან გამიმართლა. წლებია „რომპეტროლის“ ერთგული მომხმარებელი ვარ, ძალიან დიდი მადლობა მას ამხელა სიხარულისთვის“, — თქვა გიორგი მჭედლიძემ
„რომპეტროლის“ წამახალისებელი გათამაშება — „ბარათი, რომელიც წაგიყვანს უფრო შორს!" — 1 აგვისტოს დაიწყო. გათამაშების ფარგლებში სამი შუალედური და ერთი ფინალური გათამაშება გაიმართა. კომპანიის მომხმარებლებმა 200 და 500 ლიტრის საწვავის ვაუჩერები და უახლესი მოდელის Mercedes-Benz E 200 კლასის ავტომობილი მოიგეს. გათამაშებაში „ბარათი, რომელიც წაგიყვანს უფრო შორს!" მონაწილეობის მიღება ყველა იმ მომხმარებელს შეეძლო, ვინც „რომპეტროლის“ ფასდაკლების ბარათით სარგებლობს.
შოთა ნოზაძე