„საქართველოს ლატარიის კომპანია“ სექტემბრის მეგა-გათამაშების შემდეგ დაიხურება

გამოწერა
მეგა-გათამაშების ბილეთების შეძენა ორი დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, შემოსული თანხა მოგების გადახდას მოხმარდება.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. „საქართველოს ლატარიის კომპანია“ (Georgian Lottery Company LLC) 1 სექტემბერს „ლოტო 6/36“-ის მეგა-გათამაშებას ჩაატარებს და მოგებული თანხების განაღდების შემდეგ დაიხურება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

ფინანსთა სამინისტრომ 2009 წლის ივლისში „საქართველოს ლატარიის კომპანიასთან“ 15-წლიან საქმიანობაზე ხელშეკრულება გააფორმა. კომპანიას აქვს ლატარიისა და სხვა მომგებიანი თამაშების ჩატარების ექსკლუზიური უფლება.

 „1 სექტემბრამდე კომპანია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. 1 სექტემბერს მეგა-გათამაშებას ჩაატარებს, რომლის საპრიზო ფონდს შეადგენენ ამ პერიოდამდე ბილეთების გაყიდვიდან შემოსული ის თანხები, რომლებიც ირიცხება საპრიზო და სარეზერვო ფონდებში. კომპანია ყველა ვალდებულებას შეასრულებს იმ ადამიანების წინაშე, რომლებსაც შეუძენია ბილეთები“, — განაცხადა პრესსამსახურის წარმომადგენელმა. 

აშშ-ში თავშესაფრის მძებნელი მიგრანტები აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე - Sputnik საქართველო
დონალდ ტრამპმა Green Card-ის ლატარიის გაუქმება მოითხოვა

კომპანიაში არ აზუსტებენ საპრიზო ფონდის ოდენობას, თუმცა აღნიშნავენ, რომ ის საკმაოდ მაღალი იქნება.

 „გათამაშება ყველა კატეგორიაში ჩატარდება, და იმ შემთხვევაში, თუ  რომელიმე კატეგორია არ გათამაშდება — ჯეკ-პოტი, 5/6 და ა.შ., საპრიზო ფონდი უფრო დაბალ კატეგორიებს შორის განაწილდება“, — განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

მეგა-გათამაშების ბილეთების შეძენა შესაძლებელია 30 აგვისტოდან 1 სექტემბრის 20:30 საათამდე. გათამაშება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში 20:35 საათზე გაიმართება.

საქმიანობის შეწყვეტის მიზეზი გახდა ის, რომ „საქართველოს ლატარიის კომპანიამ“, რომლის 70% სახელმწიფოს ეკუთვნის, მთავრობის წინაშე აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა. 2016 წლის სექტემბერში ფინანსთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, კომპანიას ლიცენზია ჩამოართვას და მომავალში ახალი კომპანია გამოვლინოს, რომელიც საქართველოში ლატარიას ჩაატარებს. მიზეზი კომპანიის დიდი დავალიანება გახდა. 

 „საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერი ჩაატარა, რომლის შედეგადაც გამარჯვებულად გამოვლინდა Georgian National Lottery. აღნიშნული კომპანია იქნება ექსკლუზიური უფლების მფლობელი საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე და იგი საქართველოში ლატარიის ორგანიზებას უზრუნველყოფს 10 წლის განმავლობაში“, — ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

ლატარია  „6/36“ გულისხმობს მოგებას 4-დან 6 რიცხვამდე ან 3-დან 5 რიცხვამდე და ბონუს-რიცხვის დამთხვევის შემთხვევაში.


ყველა ახალი ამბავი
0