თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საიმიგრაციო კანონპროექტი RAISE წარადგინა, რომელიც „მწვანე ბარათების“ გათამაშების აკრძალვას ითვალისწინებს, იუწყება Sputnik-Беларусь თეთრი სახლის განცხადებაზე დაყრდნობით.
„კანოპროექტი RAISE აუქმებს სავიზო სადივერსიფიკაციო ლატარიის მოძველებულ სისტემას“, — ნათქვამია დოკუმენტში.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ამჟამად არსებული სისტემა საეჭვო ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ ინტერესებს ემსახურება.
ახალი კანონპროექტი მოიაზრებს სამუშაო ვიზების გაცემის სისტემის ჩამოყალიბებას, რომლის ფარგლებშიც განაცხადების შემტანებს, მათი კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ქულები მიენიჭებათ. აღსანიშნავია, რომ ინგლისური ენის ცოდნა მაღალ შეფასებას დაიმსახურებს.
იმავდროულად მოიხსნება მიგრაციული პოლიტიკის ზოგი პროიორიტეტი, მაგალითად, როგორიცაა უკვე ამერიკაში მცხოვრებ პირებთან უფროსი ასაკის ნათესავების საცხოვრებლად ჩაყვანის უფლება. რაც შეეხება ბინადრობის უფლების პრეფერენციებს აშშ-ში მცხოვრები მეუღლეებისა და პატარა ბავშვებისთვის, ეს წესი არ გაუქმდება.