არასამთავრობო ორგანიზაციები სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენენ

© Photo: courtesy by Dimitri Lortkipanidzeდიმიტრი ლორთქიფანიძე
დიმიტრი ლორთქიფანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 7 დეკემბერს ეწურება

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. 15-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ  სახალხო დამცველის საკუთარი კანდიდატურა დაასახელა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

არასამთავრობო ორგანიზაციების რჩეული პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს“ წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე გახდა.

მოქმედ სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 2017 წლის 7 დეკემბერს ეწურება. „სახალხო დამცველის შესახებ“ კანონის მოქმედი ნორმით, ომბუდსმენის თანამდებობაზე ერთი და იგივე  პირი შეიძლება ზედიზედ ორჯერ აირჩეს, თუმცა,  მმართველი გუნდი უჩა ნანუაშვილის კანდიდატურას აღარ წარადგენს.

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების" თავმჯდომარის გურამ ფალავანდიშვილის თქმით, დიმიტრი ლორთქიფანიძე იცავს ეროვნულ ღირებულებებს და არის ღირსეული კანდიდატი.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
ვინ გახდება საქართველოს ახალი სახალხო დამცველი: პარლამენტი ფიქრობს

არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არიან: „ქართული მარში″, „განათლება და ზნეობა", ბიზნეს ასოციაცია „სოლიდარობა", საზოგადოებრივ — პოლიტიკური მოძრაობა „ქართული იდეა", „დემოგრაფიული საზოგადოება 21", „ქართული მისია," „ენა, მამული, სარწმუნოება" და სხვები.

საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება  — დემოკრატიული საქართველო“ საქართველოს სახალხო დამცველის პოსტზე გენერალური აუდიტორის ყოფილი მოადგილის, ნინო ლომჯარიას კანდიდატურის წარდგენას გეგმავს. განცხადება ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 24 ნოემბერს გაკეთდა.  სახალხო დამცველის  თანამდებობაზე ლომჯარიას გარდა, თამარ ქალდანის, სოფო ჯაფარიძის, ვახუშტი მენაბდის, სოფო ხორგუანის, ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურები განიხილებოდა.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახალხო დამცველს პარლამენტი 5 წლით ირჩევს. გამარჯვებისთვის კანდიდატმა პარლამენტში სულ ცოტა 76 დეპუტატის ხმა უნდა მიიღოს.

 

ხატია გიგოლაშვილი

ყველა ახალი ამბავი
0