ვინ გახდება საქართველოს ახალი სახალხო დამცველი: პარლამენტი ფიქრობს

© Sputnik / Alexander Imedashviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვინ გახდება საქართველოს მოქალაქეების უფლებების მთავარი დამცველი, მალე უნდა გახდეს ცნობილი, ჯერ ექვსი კანდიდატურა განიხილება

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატურის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართა.

7 დეკემბერს მოქმედ ომბუდსმენ უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარეს ოთხ კანდიდატურას სთავაზობენ. კერძოდ, ესენი არიან: საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ნინო ლომჯარია, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე და შეწყალების საპრეზიდენტო კომისიის ხელმძღვანელი ზვიად ქორიძე.

„კრიტერიუმები, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ობიექტურობა, მიუკერძოებლობა, კვალიფიკაცია, გამოცდილება ადამიანის უფლებების სფეროში. შედგება ხვალ კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობაში და ამის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ იყოს თანხვედრა საპარლამენტო უმრავლესობისა და სამოქალაქო სექტორის პოზიციებში, აქედან გამომდინარე, ჩემთვის, პირადად, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ამ ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთის დასახელება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

თბილისი - Sputnik საქართველო
ვინ გახდება საქართველოს მორიგი სახალხო დამცველი

ამ დროისთვის პარლამენტში ომბუდსმენის პოსტზე ასევე განიხილავენ სოფიო ხორგუანის კანდიდატურას. ის იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანისა და ყოფილი სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის კანდიდატურაა. კიდევ ერთი კანდიდატურაა პრემიერ–მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძე.

სახალხო დამცველის აპარატის მთავარი მიზანია ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა. მხოლოდ ამ სტრუქტურის წარმომადგენლებს აქვთ უფლება, სპეციალური ნებართვის გარეშე მოინახულონ დაკავებულები ან პატიმრები. ომბუდსმენი წელიწადში ერთხელ პარლამენტის წინაშე ადამიანის უფლებების მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობისა და გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშით გამოდის.

სახალხო დამცველს ხუთი წლით ირჩევენ. გამარჯვებისთვის კანდიდატმა პარლამენტში სულ ცოტა 76 დეპუტატის ხმა უნდა მიიღოს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0