ვინ იყიდის თოიძის სამხატვრო სასწავლებლის ყოფილ შენობას?

© Sputnik / Alexander Imedashviliსოლოლაკი. თბილისის ისტორიული ცენტრი
სოლოლაკი. თბილისის ისტორიული ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თოიძის სამხატვრო სასწავლების ყოფილი შენობა აუქციონზე ისევ იყიდება

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ყოფილი შენობა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ და ტურისტულად აქტიურ უბანში — სოლოლაკში მდებარეობს, ელექტრონულ აუქციონზე იყიდება, იუწყება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

ელექტრონული აუქციონი  საქართელოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების სააგენტომ მინიმუმ 80 ნომრიანი სასტუმროს მოწყობის მიზნით გამოაცხადა.

ხედი თბილისზე - Sputnik საქართველო
თბილისში კინოთეატრ „სიხარულის“ შენობა აუქციონზე გაიყიდა

აუქციონის პირობების მიხედვით, ქონების საწყისი ღირებულება 8,2 მილიონ ლარს შეადგენს და მის მომავალ მფლობელს სასტუმროს ასაშენებლად მინიმუმ 10 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს.

ჭონქაძის 21 ნომერში მდებარე ეს სახელმწიფო ქონება სამინისტრომ გასაყიდად ელექტრონულ აუქციონზე წინა წლებშიც გაიტანა  და მაშინაც სასტუმროს აშენების პირობით, თუმცა მაშინ შენობის შეძენის მსურველი არ გამოჩნდა. გაიყიდება თუ არა ის ამ აუქციონზე, ცნობილი 21 დეკემბრის შემდეგ გახდება.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში დღეის მდგომარეობით გაყიდულია თითქმის 26,9 მილიონი ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 58,2 მილიონ ლარს შეადგენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0