თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ აუქციონზე გაყიდა თბილისში თემქის ტერიტორიაზე ყოფილი კინოთეატრის „სიხარულის“ შენობა, იმ პირობით, რომ მის ადგილას მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება.
8 ნოემბერი 2016, 20:05
მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი 3184 კვადრატული მეტრია და კინოთეატრის შენობა — 707 ათას ლარად გაიყიდა.
აუქციონის პირობების თანახმად, ინვესტორი ამ ადგილას მრავაფუნქციურ კომპლექსს ააშენებს და პროექტის რეალიზაციაში 1,2 მილიონ ლარს ჩადებს.
