2017 წლის მაისში თბილისში ახალი მეტროს სადგური ამუშავდება

© Flickr / Jonathan Khooთბილისის მეტრო
თბილისის მეტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში მეტროს 23-ე სადგური გაიხსნება, რომლის მშენებლობა ჯერ კიდევ 22 წლის წინ იყო დაგეგმილი.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის ახალი სადგურის „უნივერსიტეტის“ მშენებლობა ვაკე-საბურთალოს რაიონში 2017 წლის მაისში დასრულდება, იტყობინება მუნიციპალური განვითარების ფონდის პრესსამსახური. 

თბილისის 23-ე მეტროს სადგურის მშენებლობა 2015 წლის ივლისში განახლდა, 22 წლის მანძილზე პროექტი დაკონსერვებული იყო. 

პროექტს აზიის განვითარების ფონდი აფინანსებს. პროექტის ღირებულებამ 83 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის გამოყოფილი ზოლები - Sputnik საქართველო
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის გამოყოფილი ზოლები გაჩნდა
 

„პროექტის ფარგლებში ხორციელდება არსებული სადგურების რეაბილიტაცია, კერძოდ ვაჟაა ფშაველას გამზირიდან მეტრო „უნივერსიტეტამდე“. 

გარდა ამისა პროექტის ფარგლებში ასევე ამუშავდება მეორე გვირაბი სადგურებს „ვაჟა-ფშაველასა“ და „დელისს“ შორის, — ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროეატის ფარგლებში აშენდება და კეთილმოეწყობა მეტრო „უნივერსიტეტის“ მიწისქვეშა და მიწისზედა სადგურები. გაკეთდება მეტროდან ამოსასვლელები ვაჟა-ფშაველას გამზირსა და სანდრო ეულის ქუჩაზე, რესტავრაცია გაუკეთდება არსებულ გვირაბებს. 


ყველა ახალი ამბავი
0