სექსუალრი სკანდალი გრძელდება: ბრალდებებს კიდევ ერთი ბრიტანელი ლეიბორისტი შეეწირა

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშივესტმინსტერის სასახლე ლონდონში
ვესტმინსტერის სასახლე ლონდონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის პარლამენტის თანამშრომელი ქალები, მათ შორის, მთავრობის წევრების მხრიდან სექსუალურ შევიწროებას განიცდიან

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ორ კვირაში მოულოდნელად გარდაიცვალა ბრიტანეთის ლეიბორსტული პარტიის უკვე მეორე წარმომადგენელი მას შემდეგ, რაც ის პარტიიდან გარიცხეს და სამსახურიდან დაითხოვეს სექსუალური ხასიათის ბრალდებების გამო, იუწყება РИА Новости გაზეთ Sunday Times-ზე დაყრდნობით.

მამაკაცი, რომელიც პარტიის შტაბ-ბინაში ლონდონის ცენტრში მუშაობდა, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, თუმცა ამის შესახებ მედიამ მხოლოდ კვირას შეიტყო, მისმა კოლეგებმა კი — ხუთშაბათს. 

„ლებორისტული პარტიის კანცელარიის თანამშრომელი მოულოდნელად გარდაიცვალა. მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს სამძიმარს ვუცხადებთ. უნდა პატივი ვცეთ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას“, — განაცხადა პარტიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. სხვა დეტალებზე მას არ უსაუბრია.

მაიკლ ფელონი - Sputnik საქართველო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი სექსსკანდალის გამო გადადგა

პარტიაში არსებული წყაროების თქმით, მამაკაცი „გასულ კვირაში ჩამოაშორეს ბრალდებების გამო, რომლებიც პორნოგრაფიას უკავშირდება“. წყაროს თქმით, ის სხვადასხვა ადამიანების სახეებს პორნოვარსკვლავების ფოტოებზე აკრავდა. სხვა წყაროს თქმით, გამოძიებას ჯერჯერობით არ დაუდგენია, ჩაიდინა მან თუ არა რაიმე სამართალდარღვევა. 

ეს უკვე ბრიტანული ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლის მოულოდნელი გარდაცვალების მეორე შემთხვევაა. ნოემბრის დასაწყისში, უელსის მთავრობის წევრი კარლ სარჯენტი, რომელიც სექსუალური შევიწროების ბრალდებით თანამდებობიდან მოხსნეს, გარდაცვლილი იპოვეს. გაზეთ Guardian-ის მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი სუიციდი იყო.

ლონდონის პოლიცია ქალაქის ქუჩებში - Sputnik საქართველო
უელსის მინისტრმა სექსსკანდალის გამო თავი მოიკლა

მანამდე, ძველი სკანდალის ფონზე ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მაიკლ ფელონი გადადგა. რადიოწამყვანმა და წარსულში გაზეთ Sunday Express-ის პოლიტიკურმა მიმომხილველმა ჯულია ჰარტლი-ბრიუერმა, ისე რომ ვინაობა არ დაუკონკრეტებია, საზოგადოებას ათ წელზე მეტი ხნის წინ მომხდარი ისტორია ამცნო. როგორც გაირკვა, კონსერვატული პარტიის კონფერენციისას გამართულ ვახშამზე ერთი მამაკაცი მანამ ცდილობდა ჯულიასთვის მუხლზე ხელის დადებას, სანამ ის სახეში გარტყმით არ დაემუქრა.

 აბეზარი მამაკაცის ვინაობა ძალიან მალე დაადგინა ტაბლოიდმა Sun — ეს სერ ფელონი აღმოჩნდა. მოგვიანებით თავდაცვის მინისტრი მაიკლ ფელონი გამოტყდა, რომ ერთხელ მართლაც მისცა თავს უფლება, ზედმეტად თამამად მოქცეოდა ჰარტლი-ბრიუერს, თუმცა ამის გამო ბოდიში დიდი ხნის წინვე მოიხადა.

ყველა ახალი ამბავი
0