უელსის მინისტრმა სექსსკანდალის გამო თავი მოიკლა

© REUTERS / EDDIE KEOGHლონდონის პოლიცია ქალაქის ქუჩებში
ლონდონის პოლიცია ქალაქის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უელსის მთავრობის წევრმა სექსუალური შევიწროების ბრალდებებს ვერ გაუძლო და თავი მოიკლა, წერენ ადგილობრივ გაზეთებში

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. უელსის მთავრობის წევრი კარლ სარჯენტი, რომელიც სექსუალური შევიწროების ბრალდებით თანამდებობიდან მოხსნეს, გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება РИА Новости ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით.

პარასკევს სარჯენტი მინისტრის პოსტიდან მოხსნეს და ლეიბორისტული პარტიის წევრობა ჩამოართვეს. თავად ექს-მინისტრი ბრალდებებს უარყოფდა და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას მოითხოვდა.

„ჩრდილოეთ უელსის პოლიციამ მამაკაცის აღმოჩენილი ცხედრის შესეხებ შეტყობინება მიიღო. მამაკაცი იდენტიფიცირებულია როგორც კარლ სარჯენტი. პოლიცია მის სიკვდილს საეჭვოდ არ მიიჩნევს“, — ნათქვამია ჩრდილოეთ უელსის პოლიციის განცხადებაში.

გაზეთ Guardian-ის მონაცემებით, ექს-მინისტრის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, სუიციდი გახდა.

გასულ კვირას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მაიკლ ფელონი გადადგა სკანდალის გამო, რომელიც ჟურნალისტის მიმართ სექსუალური შევიწროებას უკავშირდება.

მაიკლ ფელონი - Sputnik საქართველო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი სექსსკანდალის გამო გადადგა

დიდ ბრიტანეთში კი ახალი სექსუალური სკანდალი მწიფდება. თემთა პალატის ლიდერმა ანდრეა ლიდსომმა განაცხადა, რომ პარლამენტში სპეციალური დამოუკიდებელი კომისია შეიქმნება, რომელსაც შეუძლიათ მიმართონ პარლამენტის თანამშრომლებმა სექსუალურ შევიწროებასა და უფროსების მხრიდან უხამს თხოვნებთან დაკავშირებით. ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ არის მიღებული, რაც მედიამ პარლამენტის თანამშრომელთა მიერ შედგენილი კონსერვატორი დეპუტატების 36-კაციანი სია გაავრცელა, რომლებმაც, მათი თანაშემწეების თვალსაზრისით, სექსუალური ხასიათის დაუშვებელი საქციელი ჩაიდინეს.

სიაში 20 პარლამენტარი შევიდა, რომლებიც მთავრობაში მაღალ პოსტებს იკავებენ. ერთ-ერთი მათგანია მარკ გარნიე, საერთაშორისო ვაჭრობის საქმეებში მინისტრის მოადგილე. მან აღიარა, რომ მდივანს სექს-შოპში სათამაშოების ყიდვა სთხოვა. მაგრამ, როგორც ჩანს, საუბარია არამხოლოდ კონსერვატორებზე, არამედ სხვა პარტიების წარმომადგენლებზეც. პარლამენტის თანამშრომელ ქალებს WhatsApp-ში სპეციალური ჩათიც აქვთ შექმნილი, რომელშიც ისინი ერთმანეთს პარლამენტარებისა და მინისტრების ყოფაქცევის შესახებ აფრთხილებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0