საბავშვო ევროვიზია 2017: როდის დაიწყება და გამოსვლების რიგითობა

© Sputnik / Levan Avlabreliსაბავშვო ევროვიზიის კონკურსისთვის მომზადება საქართველოში
საბავშვო ევროვიზიის კონკურსისთვის მომზადება საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოლიმპიური სასახლის სცენაზე ევროპის 16 ქვეყნის წარმომადგენელი გამოვა

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. სიმღერის მეთხუთმეტე ყოველწლიური კონკურსი „საბავშვო ევროვიზია“ დღეს, 26 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება.

კონკურსი 19:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტრანსლაციას „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი უზრუნველყოფს.

რატომ საქართველოში

რიგით მე-15 კონკურსის ჩატარების უფლება საქართველოს 2016 წლის ევროვიზიაზე 10 წლის მარიამ მამადაშვილის გამარჯვებამ მოუტანა. სიმღერით „მზეო" ქართველმა შემსრულებელმა 17 ქვეყნის წარმომადგენელს გაუსწრო და 239 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

იმის შესახებ, რომ საქართველო მზადაა 2017 წელს საბავშვო „ევროვიზიას" უმასპინძლოს, კონკურსის ორგანიზატორებს გამარჯვებისთანავე აცნობეს. თუმცა, მოზრდილთა „ევროვიზიისგან" განსხვავებით, ბავშვთა კონკურსში გამარჯვებულ ქვეყანას მომდევნო წელს კონკურსის ჩატარების უფლება ავტომატურად არ ენიჭება. საქართველოში შოუს ჩატარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მაუწყებელთა კავშირმა გარკვეული პერიოდის შემდეგ მიიღო.

საქართველომ „საბავშვო ევროვიზიაზე" 2016 წელს მესამედ გაიმარჯვა — კონკურსის ისტორიაში ეს საუკეთესო შედეგია. 14 წლის განმავლობაში ის ორჯერ მოიგო მალტამ და ორჯერ — ბელარუსმა. პირველად 2008 წელს გაიმარჯვა ქართულმა კვარტეტმა „ბზიკები", 2011 წელს — ჯგუფმა Candy. მესამე გამარჯვება საქართველოს მარიამ მამადაშვილმა მოუტანა.

საქართველოს წარმომადგენელი, 12 წლის გრიგოლ ყიფშიძე საბავშვო ევროვიზიაზე წარდგება სიმღერით „გულის ხმა".

გამოსვლების რიგითობა

2017 წლის კონკურსში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ბელარუსი, ირლანდია, კვიპროსი, მალტა, სერბეთი, ალბანეთი, პორტუგალია, მაკედონია, პოლონეთი, ავსტრალია, იტალია და ნიდერლანდები — სულ 16 ქვეყანა.

საბავშვო ევროვიზიის მონაწილე ქვეყნების კენჭისყრა 20 ნოემბერს თბილისის ეროვნულ საპარლამენტო ბიბლიოთეკაში ღონისძიების გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე გაიმართა.

საქართველოს წარმომადგენელი გრიგოლ ყიფშიძე ფინალში მეცხრე ნომრით გამოვა. მუსიკალურ შოუს გახსნის კვიპროსის წარმომადგენელი ნიკოლ ნიკოლაუ, ხოლო დაასრულებს იტალიის წარმომადგენელი მარია ისიდე ფიორე.

მონაწილეთა გამოსვლების რიგითობა ასეთია:

საბავშვო ევროვიზია 2017-ისთვის მომზადება - Sputnik საქართველო
საბავშვო ევროვიზია 2017: როგორ უმკლავდება საქართველო უსაფრთხოების ნორმებს?

1. კვიპროსი

2. პოლონეთი

3. ნიდერლანდები

4. სომხეთი

5. ბელარუსი

6. პორტუგალია

7. ირლანდია

8. მაკედონია

9. საქართველო

10. ალბანეთი

11. უკრაინა

12. მალტა

13. რუსეთი

14. სერბეთი

15. ავსტრალია

16. იტალია

პროგნოზები

ბუკმეკერები და მუსიკალური კრიტიკოსები უკვე გამარჯვებულის შესახებ პროგნოზებს აკეთებენ. ასე, wiwibloggs.com, რომელიც ევროვიზიის მიმოხილვებზე, სიახლეებსა და დღიურებზეა სპეციალიზებული, თავის პორტალზე გამოკითხვის შედეგებით გამარჯვებას ბელარუს ჰელენა მერააის უწინასწარმეტყველებს.

ტოპ-ხუთეულში ასევე შევიდნენ საქართველო, სომხეთი, რუსეთი და ნიდერლანდები.

კენჭისყრის შკალა ამგვარად გამოიყურება (24 დეკემბრის 10:30 საათის მდგომარეობით):

1. ბელარუსი: ჰელენა მერააი 28.84% (10386 ხმა)

2. საქართველო: გრიგოლ ყიფშიძე 24.06% (8664)

3. სომხეთი: მიშა 16.66% (5998)

4. რუსეთი: პოლინა ბოგუსევიჩი 6.99% (2516)

5. ნიდერლანდები: Fource 3.83% (1381)

6. სერბეთი: ირინა და იანა 3.22% (1159)

7. მალტა: ჯანლუკა ჩილია 2.9% (1045)

8. უკრაინა: ანასტასია ბაგინსკაია 2.22% (801)

9. პოლონეთი: ალისია რეგა 2.15% (773)

10. მაკედონია: მინა ბლაჟევი 2.1% (757)

11. კვიპროსი: ნიკოლ ნიკოლაუ 1.62% (582)

12. ავსტრალია: იზაბელა კლარკი 1.54% (555)

13. ალბანეთი: ანა კოდრა 1.06% (383)

14. ირლანდია: ბიურენ მაკდონელი 1% (360)

15. პორტუგალია: მარიანა ვენანსიო 0.91% (328)

16. იტალია: მარია ისიდე ფიორე 0.9% (323)

სად გაიმართება მომდევნო კონკურსი

ევროპის სამაუწყებლო კავშირის გადაწყვეტილებით, სიმღერის საბავშვო კონკურსი „ევროვიზია“ ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მეორედ გაიმართება, ნათქვამია ევროპის სამაუწყებლო კავშირის ვებგვერდ ЕВС-ზე.

პირველად კონკურსი მინსკში 2010 წელს ჩატარდა.

ბელარუსი „ევროვიზიის“ დაარსებიდან (2003 წელი) ყველა კონკურსში მონაწილეობდა. ქვეყნის წარმომადგენლებმა კონკურსში ორჯერ გაიმარჯვეს — ქსენია სიტნიკმა 2005 წელს და ალექსეი ჟიგალკოვიჩმა 2007 წელს.


ყველა ახალი ამბავი
0