„საბავშვო ევროვიზია 2017“-ის გამარჯვებული რუსეთი გახდა

© FB / Junior Eurovision Song Contest„საბავშვო ევროვიზია 2017“-ის გამარჯვებული პოლინა ბოგუსევიჩი
„საბავშვო ევროვიზია 2017“-ის გამარჯვებული პოლინა ბოგუსევიჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრიზიორებს შორის არიან ასევე საქართველო და ავსტრალია

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 26 ნოემბერს გამართული სიმღერის რიგით მე-15 საერთაშორისო კონკურს „საბავშვო ევროვიზია 2017“-ის გამარჯვებული გახდა რუსეთის წარმომადგენელი პოლინა ბოგუსევიჩი.

რუსეთის წარმომადგენელმა 188 ქულა დააგროვა. მეორე ადგილი 185 ქულით საქართველომ დაიკავა, მესამე — ავსტრალიამ. ხუთეულში ასევე შევიდნენ ნიდერლანდები და ბელარუსი. უძლიერესთა ათეულში მოხვდა სომხეთი, უკრაინა, პოლონეთი, მალტა და სერბეთი.

შეგახსენებთ, წელს კონკურსზე კვლავ ამოქმედდა მაყურებლის კენჭისყრა, მაგრამ განახლებული სახით. კენჭისყრა ორ ეტაპად ჩატარდა: პირველი ეტაპი 24 ნოემბერს კონკურსის ოფიციალურ ვებგვერდზე დაიწყო და 26 ნოემბერს 15:59 საათზე დასრულდა. კენჭისყრის მეორე ეტაპი 16-ვე მონაწილის გამოსვლის შემდეგ შოუზე დაიწყო და 15 წუთს გაგრძელდა. ამგვარად, კენჭისყრის შედეგების 50% შეადგინა პროფესიულმა ჟიურიმ, ხოლო დანარჩენი 50%  ონლაინ-კენჭისყრამ.

კონკურსის კიდევ ერთი სიახლე — „ევროპის სამაუწყებლო კავშირმა“ გამარჯვებულის მთავარი ჯილდო დააწესა. ჯილდო ცნობილ შვედურ კომპანია Kosta Boda-ში დიზაინერ კიელ ენგმანის მიერ შემუშავდა. ამიერიდან ჯილდოს მთავარი დიზაინი ერთიანი გახდება და მომდევნო გამარჯვებულებს გადაეცემა. მთავარი ჯილდო წარმოადგენს შუშის მიკროფონს ფერადი ხაზებით ზედა ნაწილში, რომლებიც ბგერების ნაკადებს ასახიერებს.

ევროვიზია - Sputnik საქართველო
2018 წელს საბავშვო „ევროვიზია" მინსკში ჩატარდება

თბილისში გამართული შოუს წამყვანები იყვნენ ელენე კალანდაძე და ლიზი პოპი (Lizi Pop), რომელმაც საქართველო 2014 წლის ევროვიზიაზე წარადგინა. წამყვანების დუეტმა კონკურსის ფინალში საკუთარი სიმღერა წარადგინა.

საქართველოს წარმომადგენელი, 12 წლის გრიგოლ ყიფშიძე საბავშვო ევროვიზიაზე წარდგა სიმღერით „გულის ხმა".

2017 წლის კონკურსში სულ 16 ქვეყანა მონაწილეობდა. 

მოსკოველი პოლინა ბოგუსევიჩი 13 წლისაა, სწავლობს იგორ კრუტოის მუსიკალურ აკადემიაში, ადრე მონაწილეობდა საბავშვო პროექტში „ხმა. ბავშვები". კონკურსზე პოლინა 13 ნომრად წარდგა და შეასრულა სიმღერა „ფრთები".


ყველა ახალი ამბავი
0