თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საბავშვო სიმღერების კონკურსი „ევროვიზია“ ბელარუსში მეორედ გაიმართება, ნათქვამია ევროპის მაუწყებელთა კავშირის (ЕВС) ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
„ЕВС მოხარულია გაცნობოთ, რომ (კავშირის) ბელარუსელი წევრი „ბელტელერადიოკომპანია" 2018 წელს საბავშვო ევროვიზიას მინსკში უმასპინძლებს", — აღნიშნულია განცხადებაში.
ბელარუსის დედაქალაქში სიმღერის კონკურსი პირველად 2010 წელს ჩატარდა.
ბელარუსი 2003 წლიდან — „ევროვიზიის" დაარსებიდან — ყველა კონკურსში მონაწილეობს. ქვეყნის წარმომადგენლებმა კონკურსი ორჯერ მოიგეს — 2005 წელს ქსენია სიტნიკმა და 2007 წელს ალექსეი ჟიგალკოვიჩმა.
2017 წელს საბავშვო „ევროვიზიას" საქართველო მასპინძლობს. რიგით მე-15 ყოველწლიური საბავშვო სიმღერის კონკურსი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 26 ნოემბერს გაიმართება. წელს კონკურსის სლოგანია „ანათე" (Shine Bright).
საქართველოს საბავშვო „ევროვიზიის"კონკურსი სამჯერ აქვს მოგებული.