„ლეოგრანდში“ ხანძრის დროს ერთ–ერთი დაღუპული ავღანეთის მისიის მონაწილე სამხედროა

© Courtesy of Goga Chanadiriყვავილები და სანთლები დაღუპულთა ხსოვნის ნიშნად
ყვავილები და სანთლები დაღუპულთა ხსოვნის ნიშნად - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაურ აბულაძე ავღანეთში საერთაშორისო მისიას 2010 წელს ასრულებდა

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ბათუმში,  სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულთა შორის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ზაურ აბულაძეა, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2011 წლამდე მსახურობდა და 2010 წელს ავღანეთში საერთაშორისო მისიას ასრულებდა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

სანთლები - Sputnik საქართველო
27 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი პარასკევს, 24 ნოემბერს დაახლოებით 20:00 საათისთვის გაჩნდა. ხანძრის შედეგად გარდაიცვალა 11 ადამიანი, მათ შორის, საქართველოს 10, ხოლო ირანის – ერთი მოქალაქე.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო. თავდაცვის უწყება თანაგრძნობას უცხადებს და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და იზიარებს მათ მწუხარებას“, — ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა. გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0