თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა.
„საქართველოს მთავრობა, ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აჭარაში, სასტუმრო,,ლეოგრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს გლოვობს“, — ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
ამ დროისათვის ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობას ოთხი დაშავებული აგრძელებს. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოინახულეს.
გლოვის დღეს, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში“ პარასკევს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა. ხანრის ეპიცენტრი, სავარაუდოდ, სპა–სალონში იყო. ხანძარი დაახლოებით ოთხი საათი გაგრძელდა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაიღუპა 11 ადამიანი, დაშავდა 21. ერთ-ერთი დაღუპული ირანის მოქალაქეა, დანარჩენები საქართველოს მოქალაქეები არიან.