თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის დასკვნით ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ გასვლაზე თბილისის „დინამოს“ ანგარიშით 1:0 მოუგო და 15 წლის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონი პირველად გახდა.
ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ გაიტანა.
დამატებით დროში თბილისის „დინამოს“ ჰქონდა შანსი, რომ თავად გამხდარიყო ჩემპიონი (მას ფრეც აწყობდა), მაგრამ ოთარ კიტეიშვილმა 11-მეტრიანის რეალიზება ვერ შეძლო — „ტორპედოს“ მეკარემ როინ კვასხვაძემ დარტყმა მოიგერია.
„ტორპედომ“ 76 ქულა დააგროვა და ერთი ქულით „დინამოს“ გაუსწრო. ეროვნული ლიგის შედეგების მიხედვით, მესამე ადგილი „სამტრედიამ“ დაიკავა (68 ქულა).
ქუთაისელები საქართველოს ჩემპიონები ბოლოჯერ 2002 წელს გახდნენ. სულ „ტორპედოს“ ანგარიშზე ქვეყნის უძლიერესი გუნდის ოთხი ტიტულია.
აღსანიშნავია, რომ „ტორპედოს“ შეუძლია „ოქროს დუბლი“ გააფორმოს, რადგან 2 დეკემბერს საქართველოს თასის ფინალში საჩხერის „ჩიხურას“ ხვდება.