„შიზოფრენიკად" მონათლული ტრანსცენდენტალი მხატვარი უშგულიდან

© photo: Fridon Nizharadze / FBფრიდონ ნიჟარაძის შემოქმედება
ფრიდონ ნიჟარაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik საქართველო" უშგულელ მხატვარს, ბატონ ფრიდონ ნიჟარაძეს გაგაცნობთ. მისი ნახატები გამოირჩევა ფერების სიჭარბითა და სიღრმით... ის თავს ტრანსცენდენტალ მხატვარს უწოდებს მხოლოდ იმიტომ, რომ ასე მონათლეს

 ბატონი ფრიდონი თავისი საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრების შესახებ ჩვენს მკითხველს უამბობს:

© photo: Fridon Nizharadze / FBფრიდონ ნიჟარაძე
ფრიდონ ნიჟარაძე - Sputnik საქართველო
ფრიდონ ნიჟარაძე

რამდენი ხანია, რაც ხატავთ?

ბავშვობიდან ვხატავ. ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, თოვლზე და ყინულზე რომ ვხატავდი. ბავშვები ეზოში თამაშისას ნახშირითა და ცარცით ვხატავდით. იმ დროს კი, ეკლესიები ფარეხის ფუნქციას რომ ასრულებდნენ, ლამარის ეკლესიის ფრესკებიც მაქვს ფანქრით მოხატული.

მთელი ცხოვრება უშგულში ცხოვრობთ? 

უშგულის გარეშე სიცოცხლე არ წარმომიდგენია. სხვადასხვა მაღაროში ვმუშაობდი. დასაქმებული ვიყავი ქუთაისის სამთო ტექნიკუმში. შემდეგ  გამიწვიეს ჯარში,  სადაც  არაერთი ავადმყოფობა გადავიტანე. ჯარიდან როცა დავბრუნდი, სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, მისი დამთავრების შემდეგ კი სამუშაოდ სოხუმში გამანაწილეს, მაგრამ არ წავედი და უშგულში დავბრუნდი.  დავბრუნდი უშგულში. სოფელი ჩაჟაში იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი და ვიფიქრე, იქნებ სოფლის აღდგენაში მეც მივიღო მონაწილეობა-თქო. თამარ მეფის საფლავის გათხრის ექსპედიციაშიც ვმონაწილეობდი მაცხოვრის მიძინების ტაძარში.

© FB / Fridon Nizharadzeფრიდონ ნიჟარაძის შემოქმედება
ფრიდონ ნიჟარაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო
ფრიდონ ნიჟარაძის შემოქმედება

სიწმინდეების დაცვისთვის ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც მოხვდით… 

სიწმინდეების დაცვისთვის „შიზოფრენიკად“ მომნათლეს, რითაც  დიდი დარტყა მივიღე. ფსიქიატრიულში  იმ დროს ვიწექი,  როდესაც ქართველებს ქართულ ენას გვართმევდნენ. საავადმყოფოში თითქმის ერთი ლიტრი სისხლი ერთდროულად გამომაცალეს და დამაჩიავეს.

გამოფენა თუ გქონიათ?

გამოფენა არ მქონია. ხომ იცით როგორც ხდება ჩვენთან, თუ არ ხარ ძალიან აქტიური, ისე ყურადღებას არავინ გაქცევს. მეც ასე დავრჩი — რიგიანი თუ ურიგო, არავინ მკითხულობს…  

პატრიარქსაც შეხვდით პირადად…

პატრიარქი სვანეთში სამჯერ ბრძანდებოდა. პირველად 1986 წლის სექტემბერში იყო, მოინახულა  ეკლესია და სიწმინდეები. პატრიარქი ლამარის ეკლესიაში ჩემ მიერ გაკეთებულ სკამზე დავაბრძანეთ, ჩემი ნამუშევრები მქონდა გამოფენილი და მახსოვს, ერთი ნახატი განსაკუთრებით მოეწონა. მეორედ როცა ბრძანდებოდა ჩვენთან, ახალი აღთქმა მაჩუქა და დალოცვის სიგელი გადმომცა. 

© photo: Fridon Nizharadze / FBფრიდონ ნიჟარაძის შემოქმედება
ფრიდონ ნიჟარაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო
ფრიდონ ნიჟარაძის შემოქმედება

ბატონო ფრიდონ, რა სტილში ხატავთ? 

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. დამარქვეს ტრანსცენდენტალი, რადგან სიურეალიზმი არ არისო…

თქვენი შთაგონების წყარო, ალბათ, ბუნებაა?

დიახ, ბუნება არის, თუმცა, მუზები თავისით მოდიან და ხატვას მაწყებინებენ. ჩვენ ახლაც გვძინავს, ახლაც ბურანში ვართ. როდესაც მუზა მეწვევა, ჯერ ვცდილობ, თავიდან მოვიშორო, უარს ვეუბნები, მაგრამ ის ისეთი „ჯიუტია“, მაინც თავისი გააქვს და ბოლოს მაინც ვემორჩილები მის ნება-სურვილს.

თქვენ მითხარით, რომ აღარ ხატავთ, მუზებმა მიგატოვეს?

მე მას შემდეგ აღარ ვხატავ, რაც დავხატე აპოკალიფსი. დაახლოებით ერთი წელი იქნება უკვე, რაც ფუნჯი გვერდზე გადავდე. აპოკალიფსის გააზრების შემდეგ აღარ ვხატავ, ფარ–ხმალი მაქვს დაყრილი…

თავს ფიროსმანის მეეზოვედ თვლით, რატომ?

ფიროსმანის მეეზოვე დახატული მყავს და იცით რატომ? ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ტურიზმს თავისებური „ჭუჭყი“ მოჰყვება. თან, დღეს ჩვენ ხომ ეპიდემიის გარდუვალობის საშიშროების წინაშე ვდგავართ… ტურისტები ჩემთან ხშირად მოდიან და ნახატებს ფოტოებს უღებენ.

© FB / Fridon Nizharadzeფრიდონ ნიჟარაძის შემოქმედება
ფრიდონ ნიჟარაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო
ფრიდონ ნიჟარაძის შემოქმედება

რას ეტყოდით ახალგაზრდა მხატვრებს, რას ურჩევდით?

მალე მხატვრობის ახალ–ახალი მიმართულებები გაჩნდება… მე კი ამ საიდუმლოს  საფლავში წავიღებ სამუდამოდ. ჩვენთან უკვე ჩამოთოვა და ყინვა ალამაზებს ბუმბერაზ მთებს.

ხატვის გარდა კიდევ რით ხართ დაკვებული? 

ლექსებს ვწერ, ყოველი შეთხვევისთვის, თავი მოვუყარე ყველაფერს, რა იცი, რა ხდება. ოცნებასავით მაქვს —  მინდა, ჩვენი მცენარეების სათბური მქონდეს. ჩვენი მცენარეები ძალზე სასარგებლოა — ყოველ რიჟრაჟზე მათგან დამზადებული მცირე ნაყენი რომ მიიღო, ნახევარი საუკუნე იცოცხლებ. თერმული დამუშავების გარეშე უამრავი ბალახი მოიპოვება ჩვენთან.

თქვენი ნახატებიდან რომელს გამოარჩევდით?

გამოვარჩევ, როგორ არა. „დიდი ღმერთი“ — ასე ჰქვია ნახატს, რომელიც მსურს მინანქარში გავაკეთო. გარდა ამისა, ძალიან მიყვარს ჩემი დახატული სვანური ჯვარი.

 

ნინი რაზმაძე

 

ყველა ახალი ამბავი
0