ამერიკელებმა „შავ პარასკევს“ რეკორდი დაამყარეს

© REUTERS / David McNewმყიდველები ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში „შავ პარასკევს“
მყიდველები ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში „შავ პარასკევს“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
„შავ პარასკევს“ და მადლიერების დღეს 7,9 მილიარდი დოლარის პროდუქცია გაიყიდა.

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ში „შავი პარასკევი“ ონლაინ-რიტეილერებისათვის ზეწარმატებული გამოდგა: ამერიკელებმა ინტერნეტ-შოპინგზე 5 მილიარდი დოლარი დახარჯეს, იუწყება РИА Новости სააგენტო Fox News-ზე დაყრდნობით.

Покупатели входят в один из магазинов в США на фоне объявлений о Черной пятнице - Sputnik საქართველო
ამერიკის „შავი პარასკევი“ მსხვერპლით დასრულდა

აღსანიშნავია, რომ შენაძენების 40% სმარტფონებიდან განხორციელდა.

„შავ პარასკევს“ და მადლიერების დღეს ყოველ წუთში ამერიკელები ერთი მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქციას ყიდულობდნენ. სულ ამ დღეებში 7,9 მილიარდი დოლარის პროდუქცია გაიყიდა.

რეკორდულმა გაყიდვებმა ონლაინ-რიტეილერ Amazon-ის უფროსის, ჯეფ ბეზოსის ქონება 100 მილიონ დოლარამდე გაზარდა. „შავ პარასკევს“ კომპანიის მაჩვენებლები შარშანდელთან შედარებით 18,4%-ით გაიზარდა.


ყველა ახალი ამბავი
0