თბილისი,26 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის სხვადასხვა შტატებში, სულ ცოტა, ორი ადამიანი დაიღუპა „შავ პარასკევს“ — დღეს, როდესაც მაღაზიები გრანდიოზული ფასდაკლებებით ვაჭრობენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
ნიუ-ჯერსიში სუპერმარკეტ Macy's-თან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული მამაკაცის ცხედარი იპოვეს, წერს გაზეთი Daily Mail. „ფასდაკლების ღამის“ დაწყებამდე, ნევადაში, მაღაზია Walmart-თან კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს, ხოლო მემფისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მომხდარი ჩხუბის შემდეგ ერთი მყიდველი მძიმედ დაშავდა.
ვიდეო, რომელიც ინტერნეტში გამოჩნდა, თითქოს ბრძოლის ველს აღწერს და არა შოპინგს.
At this point, #BlackFriday is basically just another excuse for thugs to stage mini-riots. pic.twitter.com/47zSlwk85o
— Paul Joseph Watson (@PrisonPlanet) 25 ноября 2016 г.
ამერიკულ „შავ პარასკევს“ სხვადასხვა სახის ექსცესები მუდამ ახლავს — ეს მისი განუყოფელი ნაწილია. თუმცა ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ბოლო წლებში სადღესასწაულო გაყიდვები უკვე აღარ იწვევს ძველებურ აჟიოტაჟს.
Elite Daily-ს ცნობით, ბოლო 10 წლის განმავლობაში შვიდი ამერიკელი ემსხვერპლა „დახლებზე შტურმს“, ასზე მეტი კი მძიმედ დაშავდა.
გავეშებული კლიენტების ამსახველი ვიდეორგოლები, რომლებიც გზადაგზა ირგვლივ ყველაფერს ლეწავენ, „შავი პარასკევის“ თანმდევ ატრიბუტად იქცა.
შოპინგის ამერიკელი მოყვარულებისთვის ტრადიციად იქცა კარვების ქალაქების გაშენება პირდაპირ მაღაზიების ვიტრინების წინ. ადამიანები მზად არიან, გაუძლონ ღამის ყინვებს, ოღონდ ჩანთების პირთამდე გატენა შეძლონ, წერს გამოცემა Mirror-ი.
„შავი პარასკევი ნოემბრის ბოლო პარასკევს ეწყობა და სწორედ აქედან იწყება საშობაო ფასდაკლებების სეზონი.
როგორც გამოკითხვა ცხადყოფს, „შავი პარასკევის“ აქციებში ამერიკელთა 59% მონაწილეობს.