თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი, — იტყობინება შსს-ს პრესსამსახური. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება.
ხანძარი სასტუმროში პარასკევს საღამოს დაახლეობით 20:00 საათზე დაიწყო. იმ დროისათვის სასტუმროში სხვა სტუმრებთან ერთად, იმყოფებოდნენ კონკურს „მის საქართველოს" მონაწილე გოგონებიც.
შსს-ს ინფორმაციით, ხანრის ლიკვიდაციისათვის მობილიზებული იყო 12 სახანძრო მანქანა და 100-მდე მეხანძრე.
„მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე, სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილი არიან ბათუმის კლინიკებში", — იტყობინება შსს.
ბათუმში ხანძართან დაკავშირებით გაემგზავრნენ შს მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, მოქმედებს მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს. მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.