სპეცოპერაციისას დაღუპულ სპეცრაზმელს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე კვირას დაკრძალავენ

© photo: Sputnikსაბურთალოს სასაფლაო
საბურთალოს სასაფლაო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდაცვლილ სპეცრაზმელს დილით ქაშუათის ტაძარში გადაასვენებენ, სადაც პანაშვიდი გაიმართება

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik.  ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპულ ივანე გოლოშვილს ხვალ, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ, იუწყება ტელეკომპანა „იმედი“ (Imedi).

გარდაცვლილ სპეცრაზმელს დილით ქაშუეთის ტაძარში გადაასვენებენ, სადაც პანაშვიდი გაიმართება. ტაძრიდან გამოსვენება — 14:00 საათზე.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის ვარაუდებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მისი ოჯახი ერთჯერადად 100 000 ლარს, ხოლო ყოველთვიურად 1000 ლარს მიიღებს.

სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრი ივანე გოლაშვილი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაიჭრა. რამდენიმე საათის შემდეგ ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თბილისში 22 ნოემბერს, ღამით, კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო, რომელიც თითქმის 24 საათს გაგრძელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სროლა და ისმოდა აფეთქებების ხმა. ოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი ადამიანი, სამი ლიკვიდირებულია. დაჭრილია სპეცსამსახურების ოთხი თანამშრომელი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


ყველა ახალი ამბავი
0