შს მინისტრი: ბათუმში მომხდარ ხანძარზე გამოძიება იქნება ობიექტური და ძალიან მკაცრი

© FB / Everything Hereხანძარი ლეო გრანდში
ხანძარი ლეო გრანდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმში სასტუმრო „ლეო გრანდში" პარასკევს საღამოს მომხდარ ხანძრთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სასწრაფოდ ჩავიდა ბათუმში

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ბოლო ინფორმაციით 11 ადამიანი დაშავდა და 10-12 ადამინი ჰოსპიტალიზებულია ბათუმში სასტუმრო „ლეო გრანდში" მომხდარი ხანძრის შედეგად, ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სატელეფონო ჩრთვისას განაცხადა.  შინაგან საქმეთა მინისტრმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს. 

100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი აქრობდა ბათუმში პარასკევს საღამოს სასტუმრო „ლეო გრანტში" მომხდარ ხანძარს. მაშველებმა ხანძრის კერას 120-მდე ადამიანი გამოარიდეს. 

მინისტრ გახარიას თქმით, ამ დროისათვის ხანძრის ძირითადი კერები სასტუმროში ლოკალიზებულია, თუმცა მაშველები ამ დრომდე დადიან სართულებზე და აფასებენ მდგომარეობას. აქედან გამომდინარე მან  არ გამორიცხა, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზრდოს. 

სასწრაფო - Sputnik საქართველო
ბათუმში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12 -მდე გაიზარდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქმეს საქართველოს გენერალური პროკურატურა გამოიძიებს და ეს იქნება ძალიან მკაცრი და ობიექტური გამოძიება, რადგან არუს ეჭვი, რომ სასტუმროში ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები არ იყო დაცული. 

რაც შეეხება გარდაცვლილთა ვინაობას, მინისტრის თქმით, გარდაცვლილთა იდენტიფიკაცია ჯერ არ მომხდარა და არ არის გამორიცხული, რომ მათ შორის შესაძლოა იყვნენ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. 

სასტუმრო „ლეოგრანდი“ შავი ზღვის სანაპიროზე, ქალაქ ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. 22 სართულიანი სასტუმრო ხუთვარსკვლავიანია და ის 2015 წლის ზაფხულში გახსნა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. სასტუმროში 40 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა თურქმა ინვესტორმა. მასში 180 ნომერი — 365 ადგილია. მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსში განთავსებულია საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპაცენტრი. 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0