სახალხო დამცველი: სასტუმროს პერსონალის გარდა, სახელმწიფოც პასუხისმგებელია

© photo: Ombudsman / FBსაქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უჩა ნანუაშვილის თქმით, იგი თვალყურს მიადევნებს გამოძიების მიმდინარეობას და იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიების შედეგები მიუკერძოებელი და ობიექტური იქნება.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. უსაფრთოების წესების დაცვის მიზნით უნდა შემოწმდეს ქვეყანაში მოქმედი ყველა სასტუმრო თუ სასტუმრო სახლი,  ნათქვამია სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის გამო, სახალხო დამცველმა მიუსამძიმრა გარდაცვლილების ოჯახებს და გამოჯანმრთელება უსურვა დაზარალებულებს.

უჩა ნანუაშვილმა სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ხანძრის გამომწვევი მიზეზების სწრაფი და ეფექტური გამოძიება.

როგორც ცნობილია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

„პირველ რიგში გამოძიების შედეგად უნდა დადგინდეს გათვალისწინებული იყო თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები სასტუმროს მშენებლობის პროცესში და მშენებლობის პროექტის დამტკიცებისას მოთხოვნილი იყო თუ არა აღნიშნული წესების დაცვა შესაბამისი კომპეტენტური უწყებების მიერ. თუკი სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა მოთხოვნილი არ იყო, ანდა მოთხოვნის მიუხედავად, გათვალისწინებული არ ყოფილა, უნდა დადგინდეს და გამოვლინდეს იმ თანამდებობის პირთა ვინაობა, ვინც სასტუმროს მშენებლობის და ფუნქციონირების ნებართვა გასცა“, — ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე - Sputnik საქართველო
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბათუმში ჩაბრძანდა

სახალხო დამცველის განცხადებით, იგი აქამდეც არაერთხელ მუწოდებდა ხელისუფლებას სახანძრო უასფრთხოების მკაცრი მონიტორინგისკენ. მისივე თქმით სასტუმროს უსაფრთხო ფუნქიონირებაზე პასუხისმგებელია არამხოლოდ სასტუმროს პერსონალი, არამედ — სახელმწიფოც. 

„აღნიშნული უმძიმესი შემთხვევა ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეგულაციების ამოქმედების საფუძველი უნდა გახდეს, რათა უსაფრთოების წესების დაცვის მიზნით შემოწმდეს ქვეყანაში მოქმედი ყველა სასტუმრო თუ სასტუმრო სახლი“, — აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველმა იმედი გამოთქვა, რომ გამოძიების შედეგები მიუკერძოებელი და ობიექტური იქნება.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი გუშინ, საღამოს რვა საათისთვის გაჩნდა. ხანძრის შედეგად გარდაიცვალა 11 ადამიანი, მათ შორის საქართველოს 10, ხოლო ირანის – ერთი მოქალაქე.

ხუთვარსკვლავიანი „ლეოგრანდე“ ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური სასტუმროა ბათუმში. ის 2015 წელს ზღვის სანაპიროზე პორტის მახლობლად აშენდა და მისი მშენებლობა 35 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

ცნობილია, რომ რამდენიმე თვის წინ აჭარის ტურიზმის სააგენტომ ეს სასტუმრო იმის გამო დააჯარიმა, რომ შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა არ არსებობდა. სასტუმროს გარკვეული კრიტერიუმების შეუსაბამობის გამო, 2017 წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უწყების სარეკომენდაციო ნიშანი არ მიუღია.


ყველა ახალი ამბავი
0