აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი: სასტუმრო „ლეოგრანდს“ რეკომენდაციის ნიშანი არ ჰქონდა

© Sputnik / Seyran Baroyanხანძარი ბათუმის სასტუმროში
ხანძარი ბათუმის სასტუმროში - Sputnik საქართველო
გამოწერა
2017-2018 წლებისთვის „ლეო გრანდი“ ზოგიერთ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდა, ამიტომ დეპარტამენტის სარეკომენდაციო ნიშანი არ მიუღია

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სულხან ღლონტმა განაცხადა, რომ სასტუმრო „ლეო გრანდს“, გარკვეული კრიტერიუმების შეუსაბამობის გამო, 2017 წელს უწყების სარეკომენდაციო ნიშანი არ მიუღია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ ხანძარი პარასკევს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა. ხანძრის ეპიცენტრი, სავარაუდოდ, სპა–სალონში იყო. ხანძარი დაახლოებით ოთხი საათი გაგრძელდა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაიღუპა 11 ადამიანი და დაშავდა – 21.

„ვადასტურებ, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა „ლეო გრანდს“ არ მიანიჭა ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია“, რომელსაც ჩვენ სარეკომენდაციო ხასიათით ვანიჭებთ ხოლმე სხვადასხვა სასტუმროებს. სასტუმროს ვებ–გვერდზე უწერია 2016 წელს მინიჭებული ამ სტატუსის შესახებ, მაგრამ მას შემდეგ, რაც გავამკაცრეთ რეგულაციები, 2017 წელს მას ეს სტატუსი აღარ მიუღია… საბჭომ ჩათვალა, რომ 2017-2018 წლებისთვის „ლეო გრანდი“ ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა. გვქონდა კონკრეტული კითხვები“, — განაცხადა სულხან ღლონტმა.

მისი თქმით, ეს სტატუსი მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის ხარისხის ნიშანია და აქედან გამომდინარე, სასტუმროს ფუნქციონირების უფლება ჰქონდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხანძრის ადგილას ბათუმში - Sputnik საქართველო
ყველა დაისჯება - პრემიერი ბათუმის საშინელ ხანძარზე

„ექნებოდა თუ არა ეს სტატუსი „ლეო გრანდს“, მას მაინც შეეძლო ოპერირება, რადგან ეს არ გახლავთ საკანონდებლო რეგულაცია… მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო იყო ხუთვარსკვლავიანი და ბაზარზე ძალიან დამკვიდრებული, წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ის ასეთად არ აღიარა“, — განაცხადა ღლონტმა.

ის ვარაუდობს, რომ ფატალური შედეგი სავენტილაციო სისტემაში შესულმა კვამლმა გამოიწვია.

ცნობილია, რომ რამდენიმე თვის წინ აჭარის ტურიზმის სააგენტომ ეს სასტუმრო იმის გამო დააჯარიმა, რომ შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა არ არსებობდა.

იხილეთ ასევე: „ლეო გრანდში" ხანძრის შედეგად დაღუპულთა შორის ერთი უცხოეთის მოქალაქეა" >>>

ხუთვარსკვლავიანი Leo Grande ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური სასტუმროა ბათუმში. ის 2015 წელს ზღვის სანაპიროზე პორტის მახლობლად აშენდა. 

აჭარის მთავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, 182-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელშიც არის საპრეზიდენტო აპარტამენტი, კონფერენც-დარბაზები და სპა-ცენტრი, 35 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0