შსს: ადამიანები კვამლისგან იხრჩობოდნენ და გამოსვლა ვერ შეძლეს

© Sputnik / Seyran Baroyanხანძარი სასტუმრო "ლეო გრანდში"
ხანძარი სასტუმრო ლეო გრანდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმის „ლეო გრანდში“ ხანძარში დამნაშავეს რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ ხანძარი, რომელმაც 11 ადამიანი იმსხვერპლა, მეოთხე სართულზე დაიწყო, განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

ხანძარი სასტუმროში პარასკევს დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა. ხანძრის ეპიცენტრი, სავარაუდოდ, სპა–სალონში იყო. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაიღუპა 11 ადამიანი და დაშავდა – 21.

ხანძარი ლეო გრანდში - Sputnik საქართველო
საშინელი ხანძარი ბათუმში: სასტუმრო „ლეოგრანდი“ ოთხი საათი იწვოდა

„პირველი მოკვლევით, ხანძრის კერა იყო მეოთხე სართულზე, სამწუხაროდ, მოხდა ერთადერთი კიბის დაკვამლიანება და ხალხი იყო ბლოკირებული მეშვიდე სართულზე. მადლობას ვუხდი მეხანძრე-მაშველებს, რომელთა სიმამაცემ გადაარჩინა ათობით ადამიანი, ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ბათუმის პორტს, რომელიც ტექნიკით დაგვეხმარა იმისთვის, რომ ბლოკირებული ადამიანები გვეხსნა მეშვიდე სართულიდან. ახლა შეიძლება ითქვას, რომ გადარჩენილია 100 ადამიანი“, – განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.

სასტუმროში არ იყო სახანძრო კიბეები. ფაქტზე ნივთის განადგურების მუხლით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს კვალიფიკაცია შეეცვალა და ახლა გამოძიება მიმდინარეობს ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით, რომელსაც ორი და მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დანაშაული ისჯება ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

შს მინისტრმა პირობა დადო, რომ დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Leo Grande, რომელშიც ხანძარი მოხდა, ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელურია ბათუმში. ის 2015 წელს ზღვის სანაპიროზე პორტის მახლობლად აშენდა. 

ხანძარი ლეო გრანდში - Sputnik საქართველო
შს მინისტრი: ბათუმში მომხდარ ხანძარზე გამოძიება იქნება ობიექტური და ძალიან მკაცრი

აჭარის მთავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, 182-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელშიც არის საპრეზიდენტო აპარტამენტი, კონფერენც-დარბაზები და სპა-ცენტრი, 35 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

რამდენიმე თვის წინ აჭარის ტურიზმის სააგენტომ ეს სასტურმო იმის გამო დააჯარიმა, რომ შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა არ არსებობდა.

ეს არ არის პირველი ხანძარი აჭარის სასტუმრო სექტორში, რომელმაც ადამიანების სიკვდილი გამოიწვია. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა ორი წლის წინ ქობულეთში მოხდა — 2015 წლის 10 მაისს ხანძრის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა სასტუმრო „არმაზში“, სადაც რუსთავიდან ბავშთა ფოლკლორული ანსამბლი „სიხარული 2“ დაბინავდა. ცეცხლმოკიდებული შენობიდან გამოსვლა 45-მა ადამიანმა მოახერხა, მათგან 31 მოზარდი იყო. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0